N 189 - 15/07/2010 - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 15.07.2010
№ დოკუმენტი 189
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №189

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №82, მუხლი 881) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარდგენილი იქნება საბანკო გარანტია ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი

ნ. გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე