ბრძანება N 2306

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2024
№ დოკუმენტი 2306
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2306

08 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2024 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) №87077/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 250-21-10 შუალედურ აქტს, გადასახდელის დარიცხვის შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33119 ბრძანებას და 2023 წლის 27 დეკემბრის №094-98 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2020 წლის 27 ივნისს წარადგინეს დეკლარაცია ------, რომელზეც თავდაპირველად 36-ე გრაფით გათვალისწინებულლი პრეფერენციის უფლება არ გამოიყენეს, რადგან წინასწარი დეკლარირების დროს არ ქონდა ფერადი ასლები წარმოშობის სერტიფიკატის და პრეფერციული ინვოისის. მოგვიანებით მიღებული ორიგინალი ევრო 1 წარადგინეს შემოსავლების სამსახურში, რის საფუძველზეც უფლებამოსილმა პირმა 36-ე გრაფაში გაავრცელა პრეფერეცია. მოეხსნათ იმპორტის გადასახადი, საინვოისო ღირებულების 5% რაც შეადგენს 8970 ლარს. მთლიანად დეკლარაციით გადასახდელი თანხა იყო 32291,42 ლარი.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობა და სიზუსტე წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ქვეყნაში (ჩეხეთის რესპუბლიკა), საიდანაც საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №TY0501016 (18.06.2020წ.) სერტიფიკატში მითითებულ საქონელზე ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად, გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი და დამატებით დაერიცხა გადასახდელი.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ტვირთზე გავრცელებული პრეფერენციის ნამდვილობის დასადგენად დამატებით წარმოადგენს ექსპორტის დეკლარაციას, ორიგინალ პრეფერენციულ ინვოისს. წარმოშობის სერტიფიკატის დედანი წარდგენილია შემოსავლების სამსახურში. ასევე, მომწოდებლისგანაც ელოდება საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს 2023 წლის 25 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № ა 250-21-10 შუალედური აქტის, 2023 წლის 27 დეკემბრის №33119 ბრძანების და № 094-98 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 20 დეკემბრის № 32231 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) სახელზე №------- (27.06.2020წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (ხელოვნური გარსაცმები ძეხვეულის ნაწარმისათვის) გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან №TY0501016 (18.06.2020წ.) წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატის საფუძველზე.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ 103017-21-10 (21.09.2021) სამსახურებრივი ბარათით გადამოწმდა საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობა და სიზუსტე წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ქვეყნაში (-------ს რესპუბლიკა).

2022 წლის 18 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის წერილით (შემ. №150145/21- 10) საბაჟო დეპარტამენტს აცნობეს, რომ №TY0501016 (18.06.2020წ.) სერტიფიკატში მითითებულ საქონელზე ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად და მისთვის გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი. შესაბამისად, გადამხდელმა №------- (27/06/2020წ.) საბაჟო დეკლარაციის გაფორმებისას ხსენებული სერტიფიკატის წარდგენით და გამოყენებით არამართლზომიერად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 25 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № ა 250-21-10 (25.12.2023) შუალედური აქტისა და №094-98 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით შპს „------ს“ დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი სულ 1512,71 ლარი (მათ შორის, იმპორტის გადასახადი 8970,0 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 1614,6 ლარი). საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ხოლო საურავის თანხამ შეადგინა 4 536,11 ლარი.

მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შემოწმების მასალებს ადრესატი გაეცნო 2023 წლის 27 დეკემბერს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია:

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

ამავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივანმა №-------- (27/06/2020წ.) საბაჟო დეკლარაციის გაფორმებისას №TY0501016 (18.06.2020წ.) სერტიფიკატის წარდგენით და გამოყენებით არამართლზომიერად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, 2023 წლის 25 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 250-21- 10 შუალედურ აქტი, გადასახდელის დარიცხვის შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33119 ბრძანება და 2023 წლის 27 დეკემბრის №094-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც შპს „-------ს“ მიმართ დამატებით დარიხულია გადასახდელი მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 250-21-10 შუალედური აქტი, გადასახდელის დარიცხვის შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33119 ბრძანება და 2023 წლის 27 დეკემბრის №094-98 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

27.06.2020 წლის მომჩივნის დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (ხელოვნური გარსაცმები ძეხვეულის ნაწარმისათვის) გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან №TY0501016 (18.06.2020წ.) წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატის საფუძველზე. საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობა და სიზუსტე წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ქვეყნაში. საიდანაც საბაჟო დეპარტამენტს აცნობეს, რომ №TY0501016 (18.06.2020წ.) სერტიფიკატში მითითებულ საქონელზე ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად და მისთვის გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი. შესაბამისად, გადამხდელმა საბაჟო დეკლარაციის გაფორმებისას ხსენებული სერტიფიკატის წარდგენით და გამოყენებით არამართლზომიერად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 25 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № ა 250-21-10 (25.12.2023) შუალედური აქტისა და №094-98 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით მომჩივანს დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი სულ 15120,71 ლარი (მათ შორის, იმპორტის გადასახადი 8970,0 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 1614,6 ლარი). საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ხოლო საურავის თანხამ შეადგინა 4 536,11 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 30(1)(9)(10), 49(1"ა").