რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება N 2318
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება N 2318
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ სხვა საწარმოს კაპიტალში (არა დღგ-ის გადამხდელ საწარმოს) საქონლის ფორმით შეიტანა მის საკუთრებაში არსებული ქონება (ავტომობილი)
· საწარმოს, რომელმაც მიიღო საქონელი, შენატანის განხორციელების შემდეგ არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსათვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით
· საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქონების მიმღებ საწარმოს ქონების მიღების შემდგომ იძულებით წესით რეგისტრაციამე განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი 12 000 ლარის ოპერაცია
შეფასება
· ქონების მიმღები საწარმო ვალდებული იყო საგადასახადო ორგანოში წარედგინა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით განცხადება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, არა უგვიანეს 10 დღისა შენატანის განხორციელებიდან
· სახეზეა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტი ქონების მიმღები საწარმოს მხრიდან
ღონისძიებები
· ქონების მიმღებ საწარმოს დაერიცხება დღგ-ში ძირითადი გადასახადის სახით 2 160 ლარი (12 000 ლარი X 18%) და ჯარიმა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის სსკის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - გადასახადის თანხის 5%-ის ოდენობით (2 160 ლარი X 5 %)
· ქონების მიმღებ საწარმოს დაეკისრება სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისიწინებული სანქცია დეკლარაციის წარუდგენლობისათვის
სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება 2021 წლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.