N 127 - 14/03/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე 

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 14.03.2011
№ დოკუმენტი 127
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2011 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 77-ე გრაფა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1678777599121 {width: 482.25pt; margin-left: 18.3pt; margin: 0 auto !important; }„77

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურება

ერთ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – 180 ლარი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური