2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 277
14.11.2016
2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის
ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების
მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებზე თმბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, დაინტერესებული მხარის მიერ მისთვის ბრძანების ოფიციალურად გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7).
მინისტრი
ნოდარ ხადური