საქონლის პირველადი მიწოდება (ქათმები და წიწილები) N 1152
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქონლის პირველადი მიწოდება N 1152
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქათმების მოშენება და კვერცხის წარმოება.
· ვარიანტი I: საწარმოს მიერ შესყიდულია 150 გრ-მდე წიწილები, რომელთა რეალიზაცია ხდება მათი სასაქონლო კოდის შეცვლის შემდეგ, მოზარდობის ან კვერცხმდებლობის პერიოდში
· ვარიანტი II: საწარმოს მიერ შესყიდულია 200 გრ-ზე მეტი წონის წიწილები, რომლის რეალიზაცია ხდება ქათმების სახით (კოდის შეუცვლელად)
· ვარიანტი III: საწარმოს მიერ შესყიდულია 200 გრ-ზე მეტი წონის წიწილები, რომლის რეალიზაცია ხდება მათი დამუშავების (სასაქონლო კოდის შეცვლის) შემდეგ, ხორცის სახით
· სამივე ვარიანტში, საწარმო ქათმების მიწოდებას განიხილავს, როგორც დღგ-სგან გათავისუფლებულ მიწოდებას და არ ბეგრავს დღგ-ით
შეფასება
· I და II ვარიანტში საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციები აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს
· III ვარიანტში პირის ქმედება განიხილება გადამუშავებული საქონლის მიწოდებად, შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად მიწოდებას და მასზე არ გავრცელდება სსკ-ის 168-ე (ძვ. 230-ე) მუხლით დადგენილი შეღავათი
ღონისძიებები
· I და II ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
· III ვარიანტში საწარმოს დაერიცხება დღგ-ის ძირითადი თანხა და დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
მოცემულობაში იგულისხმება, რომ საწარმოს საქმიანობის საგანს არ წარმოადგენს ქათმების შესყიდვა შემდგომი რეალიზაციის მიზნით
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით ცოცხალი ქათმის სასაქონლო კოდი იცვლება, როდესაც მისი წონა გადააჭარბებს 185 გრ-ს
I ვარიანტში იგულისხმება, რომ კოდის შეცვლა გამოწვეულია ბიოლოგიური ტრანსფორმაციით და არა სამრეწველო გადამუშავებით
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით