N 160 - 30/04/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 30.04.2012
№ დოკუმენტი 160
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) 111 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) 112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

„მუხლი 113

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-4 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირი საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნებისათვის.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679563069038 {width: 440.25pt; margin: 0 auto !important; }„15

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება

 

20 ლარი“;

 

ბ) 31-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 25 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური