ბრძანება N 15794
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15794
11 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---3) 2025 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) 2025 წლის 13 ივნისის №96225/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №042-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ და რეალიზებულ ჯართს შორის გამოვლენილი რაოდენობრივი სხვაობის დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასად ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში განვითარებული მსჯელობა, რომლის თანახმად საწარმოს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ჯართის შეძენა 658 ტონა, ხოლო რეალიზაცია 6 035 ტონა, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან თუ არ შეუძენია ჯართი, ვერც გაყიდდა.
2. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, თითქოსდა გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს არ შეესაბამება სინამდვილეს.
3. მომჩივანი არ ეთანხმება 13 ტონა არმატურის რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული 13 ტონა არმატურა ამ დრომდე ფაქტობრივად არსებობს და მისი რეალიზაცია ჯერ არ მომხდარა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5114 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი 11 ივლისი 2025 N 15794 იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 8 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 მაისის №9811 ბრძანება და ამავე თარიღის №042–11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 190 802 ლარი, მათ შორის გადასახადი 111 050 ლარი, ჯარიმა 55 026 ლარი და საურავი 24 726 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შპს ,,---ის“ საქმიანობას წარმოადგენს ჯართით (კერძოდ, შავი ლითონით) ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ჯართის შეძენა 658 ტონის ოდენობით, ხოლო რეალიზაცია 6 035 ტონა. შემოწმებით გაანგარიშდა რაოდენობრივი სხვაობა შეძენასა და რეალიზაციას შორის თვეების მიხედვით. შეძენის ფასად განისაზღვრა დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასი შესაბამისი თვეების მიხედვით. გადამხდელს ფიზიკურ პირზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხა დეკლარირებული ჰქონდა 1 511 500 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და დეკლარირებულსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს (3 787 581 ლარი) შორის სხვაობის თანხა დაიბეგრა 3%-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. ფულის მოძრაობის შესწავლისას შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებამ შემოსავლების გაანგარიშებისას იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციებითა და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას გაითვალისწინა დოკუმენტური შეძენები, საბანკო ამონაწერები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახილი თანხები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მარტის №5063 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზეც შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. დარჩენილი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 22 ტონა არმატურა, (მათ შორის მხოლოდ შიდა გადაზიდვაში 18 მმ-იანი არმატურა უფიქსირდებოდა 2 ტონა), ხოლო რეალიზებული ჰქონდა 9 ტონა. გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საქონლის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით რეალიზებულად ჩაითვალა 13 ტონა არმატურა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა საბუღალტრო პროგრამა, შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ჯართის შესყიდვის აქტები. ასევე, გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რის გამოც დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ჯართის შეძენა 658 ტონის ოდენობით, ხოლო რეალიზაცია 6 035 ტონა.
შემოწმებით გაანგარიშდა რაოდენობრივი სხვაობა შეძენასა და რეალიზაციას შორის თვეების მიხედვით. შეძენის ფასად განისაზღვრა დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასი შესაბამისი თვეების მიხედვით. გადამხდელს ფიზიკურ პირზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხა დეკლარირებული ჰქონდა 1 511 500 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და დეკლარირებულსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს შორის სხვაობის თანხა დაიბეგრა 3%-ით გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, გადამხდელის მიერ რეალიზებულ და შეძენილ საქონელს შორის გამოვლენილი სხვაობის მიჩნევა ამავე პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილად დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასით და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის მოძრაობის შესწავლისას შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები.
შემოწმებამ შემოსავლების გაანგარიშებისას იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციებითა და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას გაითვალისწინა დოკუმენტური შეძენები, საბანკო ამონაწერები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახილი თანხები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მარტის №5063 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზეც შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 22 ტონა არმატურა, ხოლო რეალიზებული ჰქონდა 9 ტონა.
გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საქონლის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით რეალიზებულად ჩაითვალა 13 ტონა არმატურა, რაც დაიბეგრა დღგ-ით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ და რეალიზებულ ჯართს შორის გამოვლენილი რაოდენობრივი სხვაობის დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასად ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. მომჩივანი არ ეთანხმება 13 ტონა არმატურის რეალიზებულად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული 13 ტონა არმატურა ამ დრომდე ფაქტობრივად არსებობს და მისი რეალიზაცია ჯერ არ მომხდარა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ჯართით (კერძოდ, შავი ლითონით) ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ჯართის შეძენა 658 ტონის ოდენობით, ხოლო რეალიზაცია 6 035 ტონა. შემოწმებით გაანგარიშდა რაოდენობრივი სხვაობა შეძენასა და რეალიზაციას შორის თვეების მიხედვით. შეძენის ფასად განისაზღვრა დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასი შესაბამისი თვეების მიხედვით. გადამხდელს ფიზიკურ პირზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხა დეკლარირებული ჰქონდა 1 511 500 ლარის ოდენობით. შემოწმებამ დეკლარირებულსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს (3 787 581 ლარი) შორის სხვაობის თანხა დაიბეგრა 3%-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
ფულის მოძრაობის შესწავლისას შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებამ შემოსავლების გაანგარიშებისას იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციებითა და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას გაითვალისწინა დოკუმენტური შეძენები, საბანკო ამონაწერები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახილი თანხები. დარჩენილი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 22 ტონა არმატურა, (მათ შორის მხოლოდ შიდა გადაზიდვაში 18 მმ-იანი არმატურა უფიქსირდებოდა 2 ტონა), ხოლო რეალიზებული ჰქონდა 9 ტონა. გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საქონლის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით რეალიზებულად ჩაითვალა 13 ტონა არმატურა და დაიბეგრა დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154(1); 1332; 159; 163; 164.