ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 20
2011 წლის 17 მარტი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი:
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
„ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა.ა) ახალასაშენებელი ობიექტის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის 6 (ექვსი) ლარის ოდენობით;
ა.ბ) ახალასაშენებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის 3 (სამი) ლარის ოდენობით;
ა.გ) შენობა-ნაგებობებზე (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 6 (ექვსი) ლარის ოდენობით;
ა.დ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული სართულ(ებ)ის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 3 (სამი) ლარის ოდენობით;
ა.ე) შენობა-ნაგებობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 6 (ექვსი) ლარის ოდენობით;
ა.ვ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 3 (სამი) ლარის ოდენობით;
ა.ზ) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ი) მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისიწინებულ თითოეულ ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.კ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს ხაზობრივი ნაგებობის პროექტით გათვალისწინებული თითოეულ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ლ) სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისიწინებული განაშენიანების ინტენსივობის ფართის 1 კვ.მ.-ზე 8 (რვა) ლარის ოდენობით;
ა.მ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი ან არ ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გაზრდა, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვრება 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებითვის – 400 ლარის ოდენობით.
ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
გ) სანერგეებისა და სასათბურე მეურნეობის შენობა-ნაგებობებისათვის განკუთვნილი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განისაზღვროს 0,5 ლარის ოდენობით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის დადგენილება №03 - ვებგვერდი , 04.03.2016 წ .
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №08 - ვებგვერდი , 23.10.2019 წ .
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის დადგენილება №06 - ვებგვერდი, 02.02.2026წ.
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) ფიზიკური პირისათვის (ერთ სულ მოსახლეზე) 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირისათვის, ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
4. მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისათვის:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 43 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 01.07.2024წ.
5. დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლების გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქციები, თანახმად № 1 და № 2 დანართებისა.
51. დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ნიმუში თანახმად №3 დანართისა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 აპრილის დადგენილება №09 - ვებგვერდი , 28.04.2016 წ.
6. ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №24 დადგენილება.
7. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ნ. ბერაძე.
დანართი №1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება № 06 - ვებგვერდი, 16.04.2014წ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი , 29.12.2016 წ .
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №08 - ვებგვერდი , 23.10.2019 წ .
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“- ს, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1. მოსაკრებლის განაკვეთი
მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებით.
მუხლი 2. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. გამონაკლისია ხაზობრივი ნაგებობები, რომელზედაც მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ხაზობრივი ნაგებობის გრძივი მეტრების მიხედვით. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის ნებართვაზე ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა მოიცავს, როგორც ხაზობრივი ნაგებობის, ისე ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსების მოსაკრებელსაც. ხაზობრივი ნაგებობის მიწის ზედაპირიდან დამჭერი ბოძების ან/და კონსტრუქციების განთავსებაზე ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული მშენებლობები, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსახორციელებელ მშენებლობებზე ნებართვის მაძიებელნი.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდაზე კონტროლი
მოსაკრებლის თანხების ბიუჯეტში სწორად და დროულად გადახდაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური.
მუხლი 5. სხვა დებულებანი
ინსტრუქციაში ცვლილების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.
დანართი №2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. წინამდებარე ინსტრუქცია აწესრიგებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების ოდენობას და გადახდის წესს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, ასევე ნარჩენები, რომლებსაც წარმოქმნის იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სამედიცინო ნარჩენების მართვის, აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები.
6. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დასუფთავების მოსაკრებელის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი და მისი გამოანგარიშების წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი მტკიცდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება ფიზიკური პირებისათვის (მოსახლეობისათვის) – სულადობის მიხედვით, იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, დაკავებული ფართობის და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით.
3. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება:
ა) ფიზიკური პირისათვის (ერთ სულ მოსახლეზე) – 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის - 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე;
გ) მოსაკრებელის განაკვეთი თვეში M გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით (არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე):
M=N X ჩ X K : 12
N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში.
ჩ – მოსაკრებელი ერთი კუბური მეტრი ნარჩენის გატანაზე.
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა);
დ) (ამოღებულია - 17.06.2011, №32).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის დადგენილება № 32 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
მუხლი 4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი
1. ფიზიკური პირებისათვის:
1. ფიზიკური პირისათვის (მოსახლეობისათვის) მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ წყლისა და კანალიზაციის მომსახურების გადასახადის ქვითართან ერთად საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ იმ უძრავ ქონებაზე, სადაც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
2. ფიზიკური პირისათვის (მოსახლეობისათვის) მოსაკრებლის გადახდა იწარმოებს შპს „ქობულეთის წყალის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატრანზიტო ანგარიშის მეშვეობით.
3. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის და მისი წარმომდგენის მიერ, უკანასკნელ შემთხვევაში გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს ვის სასარგებლოდ იქნა გადახდილი მოსაკრებელი.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი, წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში ვალდებულია აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
7. საყოფაცხოვრებო ნარჩენები წარმომქნელთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რა პერიოდშიც განხორციელდა საკუთრების განკარგვა.
9. იმ შემთხვევაში, თუკი მოსაკრებლის გადახდილი თანხა ნაკლები აღმოჩნდება მოსაკრებლის ახალი განაკვეთის დამტკიცების შემდგომ, სხვაობა უნდა დაიფაროს გადასახადის გადამხდელის მიერ ახალი განაკვეთის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. თუკი მოსაკრებლის გადახდილი თანხა მეტი აღმოჩნდება მოსაკრებლის ახალი განაკვეთის დამტკიცების შემდგომ, ანამეტი უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
10. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, ყოველითვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა.
11. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
12. მოსაკრებლის გაანგარიშებას და მის გადახდაზე კონტროლს ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.
4.2 იურიდიული პირებისათვის და მეწარმე ფიზიკური პირებისათვის:
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ხელშეკრულების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. იურიდიული პირების ან/და მეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ იგზავნება შეტყობინება.
3. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული გადამხდელის და მისი წარმომდგენის მიერ, უკანასკნელ შემთხვევაში გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს ვის სასარგებლოდ იქნა გადახდილი მოსაკრებელი.
4. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
5. იურიდიული პირების ან/და მეწარმე ფიზიკური პირების მიერ ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ან/და ობიექტის ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში უნდა მომართოს განცხადებით მუნიციპალიტეტს აღნიშნულის თაობაზე.
6. იმ შემთხვევაში, თუკი მოსაკრებლის გადახდილი თანხა ნაკლები აღმოჩნდება მოსაკრებლის ახალი განაკვეთის დამტკიცების შემდგომ, სხვაობა უნდა დაიფაროს გადასახადის გადამხდელის მიერ ახალი განაკვეთის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. თუკი მოსაკრებლის გადახდილი თანხა მეტი აღმოჩნდება მოსაკრებლის ახალი განაკვეთის დამტკიცების შემდგომ, ანამეტი უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
7. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა.
8. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
9. მოსაკრებლის გაანგარიშებას და მის გადახდაზე კონტროლს ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 აპრილის დადგენილება №09 - ვებგვერდი , 28.04.2016 წ .
მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, საჯარო სკოლები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარგებლობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის 50%-იანი შეღავათით.
2. ინვალიდი პენსიონერი I და II ჯგუფის თავისუფლდება სრულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისაგან.
3. ინვალიდი ბავშვი თავისუფლდება სრულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისაგან.
4. ომის ვეტერანი თავისუფლდება სრულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისაგან.
5. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახები:
ა) 0-დან 57000 ქულამდე თავისუფლდება სრულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისაგან;
ბ) 57000-დან 70000 ქულამდე სარგებლობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდის 75%-იანი შეღავათით;
გ) 70000-დან 100000 ქულამდე სარგებლობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათით.
6. გადამხდელი, რომელზეც ვრცელდება ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, ვალდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ წარმოუდგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობა სარეიტინგო ქულების მინიჭების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს.
დანართი №3
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 აპრილის დადგენილება №09 - ვებგვერდი , 28.04.2016 წ.
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1719912608705 {width:497.25pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; } ნიმუში
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ქვითარი
აბონენტი:მისამართი :
თარიღი
ოპერაციის ტიპი
ერთეული ( სული )
თანხა
დარიცხვა სულადობაზე
წინა გადახდილი თანხა :
წინა პერიოდის დავალიანება :
მიმდინარეთვის დარიცხვა :
მიმდინარეგადასახადი :
სულ დავალიანება :
დასახლებულიტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელთა საყურადღებოდ ! მოსაკრებლისგადახდა უნდა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე : მიმღებიბანკი : -----------, კოდი 000000000 მოსაკრებლისგადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის საშუალებით . ინფორმაციისათვისმიმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შემდეგ მისამართზე : ქ. ქობულეთი , დ. აღმაშენებლის გამზირი , №141, ტელ.: (0426) 267216 გაფრთხილება !
დასახლებულიტერიტორიის დასუფთავების წესების დარღვევა ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146- ემუხლის შესაბამისად
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე