N 9 - 24/01/2025 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 24.01.2025
№ დოკუმენტი 9
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №9

2025 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 563 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე, ასევე პირს შეუჩეროს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით:

ა) დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში;

ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში);

გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე