N 299 - 14/08/2023 - „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 14.08.2023
№ დოკუმენტი 299
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №299

2023 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 01/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017633) დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის“ მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღე

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 20 სექტემბერს.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე