N 1139-IVმს-XIმპ - 09/12/2025 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1971 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა)“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,9 დეკემბერი 2025 წ.
N1139-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე