N 5620 - 26/03/2025 - „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ბრძანება 26.03.2025
№ დოკუმენტი 5620
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5620

2025 წლის 26 მარტი

„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეულ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე