N 364 - 01/12/2010 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 01.12.2010
№ დოკუმენტი 364
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №364

2010 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

1. მე-20 და 21-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774028000 {width: 498pt; margin: 0 auto !important; }„20

საქართველოს საგადასახადოკოდექსის 85-ე მუხლის მე-8 (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) და მე-9 ნაწილების საფუძველზე,დაინტერესებული პირის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობის/

იპოთეკის გაუქმება,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო გირავნობით/

იპოთეკით დატვირთულიქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

1 სამუშაო

დღე

15 ლარი

 

21

საქართველოს საგადასახადოკოდექსის 87-ე მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნითყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღადადებულიქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

1 სამუშაო

დღე

 

50 ლარი“.

 

2. 50-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774057673 {width: 516pt; margin-left: 0.9pt; margin: 0 auto !important; }„50

საბაჟო მონაცემთაავტომატიზებულ სისტემაში დაშვებული საწარმოს (ან მეწარმე ფიზიკური პირის) სახელითსატვირთო-საბაჟო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის სხვა საბაჟო ორგანოსკოდზე დაშვება

 

20 სამუშაოდღე

 

3 სამუშაოდღე

 

1 სამუშაოდღე

უფასო

 

50 ლარი

 

100 ლარი“.

 

3. 55-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774088512 {width: 514.5pt; margin-left: 0.9pt; margin: 0 auto !important; }„55

გაფორმებისეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (დამუშავების ოპერაციისდასრულებამდე)

 

პირველი24 სთ – უფასო

 

შემდეგისრული ან არასრული 24 სთ – 50 ლარი“.

 

4. 65-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774106193 {width: 508.5pt; margin-left: 0.9pt; margin: 0 auto !important; }„65

გაფორმების ეკონომიკურზონაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარაციის შევსება

 

18საათიდან მეორე სამუშაო დღის 09 საათამდე ან არასამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარებულიდოკუმენტების შემთხვევაში – 150 ლარი.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური