დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2308

2308 დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა 07.09.2010
№ დოკუმენტი 2308
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2308

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ 2009 წლის 20 აპრილს საგადასახადო ორგანოში დაგვიანებით წარადგინა იმავე წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია და დღგ-ის თანხად მიუთითა 10 000 ლარი

•საწარმო დეკლარაციის დაგვიაენბით წარდგენისათვის დაჯარიმდა სსკ-ის 131- ე მუხლის საფუძველზე - 10 000 ლარი X 5% - ანუ 500 ლარით

•ვარიანტი 1: საწარმომ აღნიშნული პერიოდის დეკლარაციის დაზუსტება განახორციელა 2009 წლის მაისში და წარადგინა ნულოვანი დეკლარაცია

•ვარიანტი 2: საწარმომ აღნიშნული პერიოდის დეკლარაციის დაზუსტება განახორციელა 2009 წლის მაისში და დღგ-ის თანხად მიუთითა 6 000 ლარი

შეფასება

•პირველ ვარიანტში პირს ჯარიმა არ ეკისრება თუ დეკლარაციის მიხედვით დასარიცხი თანხა 0-ის ტოლია

•მე-2 ვარიანტში, სანქციის ოდენობა განისაზღვრება დასარიცხი დღგ-ის თანხიდან

ღონისძიებები

•მე-2 ვარიანტში, სანქციის ოდენობა განისაზღვრება დასარიცხი დღგ-ის თანხიდან

•მე-2 ვარიანტში, უნდა გადაანგარიშდეს (შეუმცირდეს) სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული საგადასახადო სანქცია 300 ლარამდე (6 000 ლარი X 5 %) და დარიცხული გადასახადი

•პირს სსკ-ის 131-ე და 132-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქცია დაეკსირება, თუ საგადასახადო შემოწმებით გამოიკვეთება, რომ დეკლარაციაში შემცირებულია გადასახადის თანხა