N 317 - 03/07/2017 - „მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 03.07.2017
№ დოკუმენტი 317
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №317

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2016, 200250000.10.003.019529) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს

1. ავტოტექნიკური მომსახურება.

2. სწრაფი კვების მომსახურება.

3. საფოსტო მომსახურება.

4. სამედიცინო მომსახურება.

5. სარეკლამო მომსახურება.

6. ლაბორატორიული მომსახურება.

7. საპროექტო, დიზაინერული მომსახურება.

8. საექსპედიტორო მომსახურება.

9. სახანძრო მომსახურება.

10. ექსპერტიზის მომსახურება.

11. დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება.

12. ძირითადი საშუალებების შეკეთების მომსახურება.

13. ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ, აგრეთვე ზონიდან გატანილ საქონელზე შენახვის მომსახურება.

14. სალიზინგო მომსახურება.

15. ამ ნუსხის პირველ – მე-14 პუნქტებში ჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე