ბრძანება N 16294-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.06.2018
№ დოკუმენტი 16294-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16294

28/06/2018

შპს -----

(მის: ------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარი თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 15 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N53) განიხილა შპს ---- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის N006-946 „საგადასახადო მოთხოვნას“.

გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს, კერძოდ გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს შეფასებას კომპანიის მიერ არარეზიდენტი პირისთვის ერთჯერადად განხორციელებული გადახდა პროგრამული სისტემის გამოყენების უფლების მისაღებად წარმოადგენს როიალტს და არარეზიდენტისთვის საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის №3428 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ---- საქმიანობის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 22 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 26 დეკემბერს გამოსცა N35410 ბრძანება და ამავე თარიღის N006-946 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ - 1167117.45 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 432788 ლარი, ჯარიმა - 453186 ლარი და საურავი - 281143.45 ლარი.

შემოწმების აქტით მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების შედეგად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით (არარეზიდენტ პირთან „-----“-თან გაფორმებული ხელშეკრულებით) დგინდება, რომ კომპანია არარეზიდენტ პირს ერთჯერადად უხდის მომსახურების საფასურს სისტემის გამოყენების უფლების მისაღებად. კერძოდ კომპანიამ არარეზიდენტს უნდა გადაუხადოს 5 000 ა.შ.შ. დოლარი ლიცენზიის ძველი მესაკუთრიდან ახალ მესაკუთრეზე გადაცემისთვის, ასევე უნდა გადაიხადოს დამატებით 5 000 ა.შ.შ. დოლარი პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიერთებისთვის და 1 000 ა.შ.შ. დოლარი პროგრამული გაფართოების მისაღებად. ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი გარემოებებით აღნიშნული ოპერაცია სსკ-ის მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად წარმოადგენს როიალტს და სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის ი) პუნქტის თანახმად წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) ქვეპუნქტის თანახმად: გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად 10% იბეგრეება გადახდის წყაროსთან (30/04/2004 - ში I გადახდა 10 625.05 და 02/06/2014 II გადახდა 8 859 ლარი). არარეზიდენტისთვის გადახდილი როიალტი იბეგრება გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაეკისრა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლზე, რომლის თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის თანახმად: ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

როიალტი, თუ როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი:

ი.ა) როიალტი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ არარეზიდენტს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;ი.ბ) როიალტი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ რეზიდენტი დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყანაში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა.

ამასთან, სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.

საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის “შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების მე-12 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად: ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი “როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის. საბჭო განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას არ განსაზღვრავს როიალტად და მასზედ არ ვრცელდება აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული დაბეგვრის წესი, ხოლო საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის ბ) პუნქტის თანახმად აღნიშნული მიწოდება წარმოადგენს როიალტს და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას სსკ-ს 134-ე მუხლის პირველი ნაწილის ე-ქვეპუნქტის შესაბამისად.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ---- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება, პროგრამული სისტემის გამოყენების უფლების მისაღებად არარეზიდენტი პირისთვის ერთჯერადად განხორციელებული გადახდისთვის საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმებით, დგინდება, რომ კომპანია არარეზიდენტ პირს ერთჯერადად უხდის მომსახურების საფასურს სისტემის გამოყენების უფლების მისაღებად. კერძოდ კომპანიამ არარეზიდენტს უნდა გადაუხადოს თანხა ლიცენზიის ძველი მესაკუთრიდან ახალ მესაკუთრეზე გადაცემისთვის, დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიერთებისთვის და პროგრამული გაფართოების მისაღებად. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია სსკ-ის მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად წარმოადგენს როიალტს და სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის ი) პუნქტის თანახმად წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შესაბამის პერიოდში მოქმედი სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) ქვეპუნქტის თანახმად, გადამხდელს დაეკისრა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო განმარტავს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(21,,ბ“); 100; 104(1,,ი“); 275(2)

15.05.2015 წლამდე მოქმედი: 134(1,,ე)

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის “შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმები