N 6891-რს - 15/07/2020 - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებანი.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობის ინიციატივის შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,15 ივლისი 2020 წ.
N6891-რს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე