გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულება N 0907

0907 გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულება 28.06.2012
№ დოკუმენტი 0907
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულება N 0907

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს მიერ 2010 წლის იანვრის თვეში დაქირავებულ პირზე საქვეანგარიშოდ გაცემული იქნა 3000 ლარი

•2010 წლის მარტის თვეში დაქირავებული პირი გარდაიცვალა, ისე რომ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის მიხედვით დამქირავებელთან ანგარიშგება არ განუხორციელებია

•დამქირავებელმა საქვეანგარიშოდ გაცემული 3000 ლარი ჩამოაწერა გარდაცვლილ პირს, ამასთან აღნიშნული თანხა არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით და არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ვალდებულება. გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან აღნიშნული თანხების მიხედვით განხორციელებული არ არის.

შეფასება

•გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება (სსკ-ის 57-ე მუხლის მე-5 ნაწილი), რომელიც შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს მხოლოდ გარდაცვალების დღისათვის დეკლარირებული, დარიცხული ან/და აღიარებული ვალდებულებებით. შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგ არ შეიძლება პირს დაეკისროს საგადასახადო ვალდებულება

ღონისძიებები

•დამქირავებლის მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება, შესაბამისად მას დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება

ფაქტობრივ გარემოებაში იგულისხმება, რომ ოპერაციის იურიდიული ფორმის გადაკვალიფიცირების პირობა არ არსებობს.