საგადასახადო ვალდებულების კორექტირების პერიოდი N 1185

1185 საგადასახადო ვალდებულების კორექტირების პერიოდი 21.05.2015
№ დოკუმენტი 1185
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო ვალდებულების კორექტირების პერიოდი N 1185

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს მიერ 2010 წლის სექტემბერში გაყიდულია უძრავი ქონება (200 კვ.მ კომერციული ფართი).

· უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქონების მიმწოდებლის მიერ არ შესრულდა, რის გამოც შემძენმა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო დავა, რაზეც სასამართლო გადაწყვეტილებით, მოშლილად იქნა ცნობილი 2010 წლის სექტემბერში გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნაკლოვანად მიჩნეული ნივთი 200 კვ.მ ფართის ოდენობით დაუბრუნდა ქონების მიმწოდებელს, ხოლო ამ ნივთში გადახდილი თანხა - ქონების შემძენს.

· სამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, წარმოადგინა 2010 წლის დამატებული ღირებულების გადასახადის კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძვეზე მოახდინა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

შეფასება

· სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, როდესაც საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

· სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

· ქონების მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებული უძრავი ქონების უკან დაბრუნების ოპერაცია ასახოს იმ საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში, როდესაც მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.

ღონისძიებები

· შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს პირის მიერ პირისათვის სარგებლის მინიჭების საკითხს;

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირები ურთიერთდამოკიდებული არიან;

მოგებისა და ქონების გადასახადთან მიმართებაში, ანალოგიური შემთხვევებისათვის გამოცემულია, №2523 და №1420 სიტუაციური სახელმძღვანელოები.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით