N 685-IIმს-XIმპ - 12/06/2025 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისთვის მომსახურების გაწევა (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჰიდროგრაფიული მომსახურების გაწევა);“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,12 ივნისი 2025 წ.
N685-IIმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე