გადაწყვეტილება №18726/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18726/2/2023
2.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------------- 26.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18726/2/2023).
დავის საგანი:
ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №111 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 16 617 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
26.10.2022 წელს შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა გადასახადის გადამხდელის ID------ განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და მარაგების ჩამოწერის პროცედურული სახელმძღვანელოს მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 28.10.2022 წელს გამოიცა ბრძანება №სმფ-4169, რომლის მიხედვით საგადასახადო მონტორინგის დეპარტამენტს დაევალა კომპანიის მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. 1.11.2022 წელს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე ქ. ------------, -----------ში. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა რომ კომპანიამ ვერ წარადგინა დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად. აღნიშნულ ფაქტზე კომპანიას №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 16 617.21 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 28.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.01.2023 წლის №111 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №111 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანება ძირითადად ეხება სამართლებრივი ნორმების განმარტებას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც მოიქცა კომპანია. ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს, რაც ასევე განხორციელებულია ბიზნეს ოპერატორის მიერ. ბრძანებაში ასევე მითითებულია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, თუმცა რა ვალდებულება არ არის შესრულებული კომპანიის მიერ დაკონკრეტებული არ არის.
ასევე განმარტებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. განსახილველი ჯარიმა არ დაკისრებია მისი მოქმედებით ან უმოქმედობით, რადგან ბიზნეს ოპერატორმა არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოს არსებული ხარვეზის შესახებ. ის ფაქტი რომ შემოსავლების სამსახური არ იძლევა შესაძლებლობას ბიზნეს ოპერატორმა დაუყოვნებლივ გამოასწოროს არსებული ხარვეზი ვერ ჩაითვლება მის მიერ დაშვებულ შეცდომად, რომელიც გამოწვეულია მისი მოქმედებით ან უმოქმედობით.
ქმედობით. შემოსავლების სამსახური ბრძანებაში განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით. კომპანიას არ განუხორციელებია არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ატვირთულ ფაილებში თანხის სხვაობა შეადგენდა 62.87 ლარს, რაც გამოწვეული იყო პროდუქციის ღირებულების თანხების დამრგვალებით. შესაბამისად, ამ მუხლზე მითითება არარელევანტურია.
შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვას, რომ კომპანია არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არსებული ტექნიკური საშუალება არ იძლევა შესაძლებლობას დაუყოვნებლივ იქნას გასწორებული ნებისმიერი სახის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული არ არის.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში არაერთხელ გაესვა ხაზი რომ დოკუმენტის წარდგენიდან 10 წუთის შუალედში, რაც საჭირო იყო კომუნიკატორში მიწერისა და ახალი დოკუმენტის ატვირთვისათვის, უკვე არსებობდა ახალი განცხადება და მიწოდებული იყო ინფორმაცია წინა მოთხოვნის გაუქმების შესახებ. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არის ყოვლად დაუსაბუთებული, მოკლებულია არგუმენტებს, თუ რატომ არ შეიძლება ბიზნეს ოპერატორმა დაუყოვნებლივ აღიაროს და გამოასწოროს ხარვეზი, რა ხდება როცა ადამიანური რესურსიდან გამომდინარე სახეზეა ხარვეზი და ბიზნეს ოპერატორს არ სურს კანონის დარღვევა. ხარვეზის აღმოჩენისთანავე ატყობინებს აღნიშნულის შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს თუმცა მისგან არავითარი რეაგირება არ არის. განხილული არ ყოფილა ის შესაძლებლობა როგორ უნდა მოიქცეს პატიოსანი ბიზნეს ოპერატორი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის (მინიმალური ცდომილების) შემთხვევაშიც კი შესაძლოა კომპანია დაჯარიმდეს სოლიდური თანხით, რაც ბიზნეს სექტორს ნამდვილად არ აყენებს სახარბიელო მდგომარეობაში. ის რომ შემოსავლების სამსახურს არ აქვს მოქნილი სისტემა, არ აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას აღმოჩენილი შეცდომების შესახებ აცნობოს მათ, თანაც დაუყოვნებლივ ყოველგვარი რაიმე სხვა ქვენაგრძნობის გარშე.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის განმარტებას, სახეზეა გარემოება, როცა შესაძლებელია საქმეზე მიღებულ იქნას სხვაგვარი გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის დაუსაბუთებლად ხისტი პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად კი თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში წარმოდგენილია მხოლოდ კანონის მუხლები თუ როგორ ხდება საჩივრის განხილვა, რის საფუძველზე ხდება საქონლის ჩამოწერა და შესაბამისი ღირებულების გადახდა, რაც დასაბუთებად ვერ ჩაითვლება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 36-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ჩამოწერის დოკუმენტის გამომრიცხველი გარემოებებიდან ერთერთია სხვა გარემოებები, რის გამოც შეუძლებელია ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელი იყო აღნიშნული მოქმედების სხვაგვარად გამოსწორება, კომპანიის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, მიაწოდა ინფორმაცია და ამის მიუხედავად არავითარი უკუკავშირი/რეაგირება არ ჰქონია ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომხდარიყო არსებული ხარვეზის გასწორება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რაც დასტურდება, როგორც ყოველთვიური კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებით და ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული შემოწმების შედეგებით.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს განსხვავებული მიდგომა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, თუ კი 24.02.2020 წლის №39759/21-11 განცხადების საფუძველზე შესაძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ განცხადებისათვის მიენიჭებინათ უარყოფითი სტატუსი, რატომ არ არის შესაძლებელი იგივე განხორციელებულიყო 26.10.2022 წელს ატვირთულ განცხადებაზე. ბიზნეს ოპერატორი არც კი დალოდებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ ვადას, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა პირდაპირ დაუდასტურდებოდა თუ ადგილზე გასვლით. შემოსავლების სამსახურის აპელირება რომ ჯარიმა გამოწვეულია ბიზნეს ოპერატორის შეცდომით და იგი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში არასწორია, კომპანიას რომ არ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები დაუყოვნებლივ და მხოლოდ ახალი ფაილის ატვირთვით შემოფარგლულიყო მაშინ შეიძლებოდა ევარაუდა შემოსავლების სამსახურს, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც გამოწვეული არ ცოდნით, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. რაც საჭიროებას ნამდვილად არ წარმოადგენს კომპანიასთან მიმართებაში, რადგან იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ისეთ კომპანიას, რომელიც ნამდვილად არ წარმოადგენს აღსაზრდელს კანონების დაცვის კუთხით.
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია არ არის ორიენტირებული სამართალდარღვევის ჩადენაზე, რაც დასტურდება მისი ქმედებით, მათ შორის შემოსავლების სამსახურისათვის არაერთი წერილის მიწერისა და სიტუაციის ახსნით და სხვა შემთხვევებითაც, როცა პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, იცავს ყველა კანონს და ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება კარგავს თავის დატვირთვას, რადგან კომპანიის თვითმიზანი ნამდვილად არ იყო რაიმე ინფორმაციის დამალვა შემოსავლების სამსახურისათვის ან/და არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში 62.87 ლარის ღირებულების პროდუქციის სხვაობისათვის არ მოხდებოდა ხელახალი განცხადების ატვირთვა. როგორც ცნობილია ბიზნეს ოპერატორის მიერ ხდება ათასობით ლარის პროდუქციის ჩამოწერა/განადგურება და ამ პროცესში იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ნებისმიერი სანქცია, იქნება ეს შენიშვნა თუ ჯარიმა აზრს კარგავს, რადგან სახეზე.
არ არის სამართალდარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არალოგიკურია რაიმე სანქციის გამოყენება, თუნდაც შენიშვნის სახით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლომატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით მომჩივნის მიერ წარდგენილია ორი განაცხადი, ორივე განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, რაზეც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №სმფ-4169 და №სმფ-4163 ბრძანებები. 1.11.2022 წელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, შედეგად ჩამოწერას დაექვემდებარა 16 680.08 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობები (განაცხადი ID ----------), ხოლო ID ---------- განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კომპანიამ ვერ წარადგინა. ვინაიდან, მეორე განცხადების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერის პროცედურით საქონელი უკვე ჩამოწერილი იყო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განცხადებაში (ID ----------) მითითებული საქონელი მიჩნეულია, როგორც დანაკლისი და შედგენილია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ დოკუმენტის წარდგენიდან 10 წუთის შუალედში, რაც საჭირო იყო კომუნიკატორში მიწერისა და ახალი დოკუმენტის ატვირთვისათვის, უკვე არსებობდა ახალი განცხადება და მიწოდებული იყო ინფორმაცია წინა მოთხოვნის გაუქმების შესახებ. კომპანიას არ განუხორციელებია არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ატვირთულ ფაილებში თანხის სხვაობა შეადგენდა 62.87 ლარს, რაც გამოწვეული იყო პროდუქციის ღირებულების თანხების დამრგვალებით. კომპანია არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არსებული ტექნიკური საშუალება არ იძლევა შესაძლებლობას დაუყოვნებლივ იქნას გასწორებული ნებისმიერი სახის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული არ არის. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელი იყო აღნიშნული მოქმედების სხვაგვარად გამოსწორება, კომპანიის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, მიაწოდა ინფორმაცია და ამის მიუხედავად არავითარი უკუკავშირი/რეაგირება არ ჰქონია ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომხდარიყო არსებული ხარვეზის გასწორება.
საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 23.12.2022 წლის №18314/2/2022 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განხილულია მომჩივნის მიერ წარდგენილი 28.11.2022 წლის საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №სმფ-4169 ბრძანებაზე და მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
უბრუნდა შემოსავლების სამსახურს. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, დავების განხილვის საბჭოს 23.12.2022 წლის №18314/2/2022 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №111 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით მომჩივნის მიერ წარდგენილია ორი განაცხადი, ორივე განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, რაზეც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის ბრძანებები. 1.11.2022 წელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, შედეგად ჩამოწერას დაექვემდებარა 16 680.08 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობები, ხოლო განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კომპანიამ ვერ წარადგინა. ვინაიდან, მეორე განცხადების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერის პროცედურით საქონელი უკვე ჩამოწერილი იყო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განცხადებაში მითითებული საქონელი მიჩნეულია, როგორც დანაკლისი და შედგენილია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, დავების განხილვის საბჭოს 23.12.2022 წლის №18314/2/2022 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145(6;7); 269 (7);