N 4548-IIს - 03/05/2019 - საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.017771) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ადმინისტრაციული ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან გააფორმოს შეთანხმება ინფორმაციის/დოკუმენტის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ;
გ) სამსახურებრივი საჭიროებისთვის განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს სპეციალისტს, სამეცნიერო დაწესებულებას ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას;
დ) შექმნას სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები;
ე) საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,3 მაისი 2019 წ.
N4548-IIს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე