N 4305-XIVმს-Xმპ - 27/06/2024 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 27.06.2024
№ დოკუმენტი 4305-XIVმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) მე-300 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,27 ივნისი 2024 წ.

N4305-XIVმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე