გადაწყვეტილება №21288/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2024
№ დოკუმენტი 21288/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21288/2/2023

01 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ---)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 10.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21288/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიქსირებული გადასახადში არსებული დავალიანების მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება (301-ე);

3. საჩივრის განუხილველად დატოვება (301-ზ).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 22.08.2013 წლის №034035 სამართალდარღვევის ოქმი;

2. ანალიტიკური დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №025-1100 ბრძანება;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2021 წლის №CB1204183 სამართალდარღვევის ოქმი;

4. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27155 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 241,67 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 3 800

ჯარიმა - 500

საურავი - 1 941,67

 

პროცედურული გარემოებები

6.10.2023 წელს შემოსავლების სამსახურს წარედგინა ---ის საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმებოდა მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხულ დავალიანებას და აგრეთვე ასაჩივრებდა მომსახურების დეპარტამენტის 22.08.2013 წლის №034035 სამართალდარღვევის ოქმს, ანალიტიკური დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №025-1100 ბრძანებას და ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2021 წლის №CB1204183 სამართალდარღვევის ოქმს. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27155 ბრძანებით საჩივარი გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომსახურების დეპარტამენტის 22.08.2013 წლის №034035 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ხოლო, ანალიტიკური დეპარტამენტის 25.012.2019 წლის №025-1100 ბრძანების და ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2021 წლის №CB1204183 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიქსირებული გადასახადში არსებული დავალიანების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 30.08.2013 წლიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება)). ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 50 ლარი) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2013 წლის სექტემბრის თვიდან. მომჩივანმა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადი მომსახურების დეპარტამენტს წარუდგინა 6.10.2023 წელს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება მის საჩივარზე გამოცემულ ბრძანებას, რადგან ის ინდივიდუალურ მეწარმეობას არ ეწეოდა და არ იყო ინფორმირებული მის შესახებ. ეს თანხა აღემატება მის შესაძლებლობებს და არარეალური ციფრებია. ითხოვს, სრულად ჩამოეჭრას არარეალური ვალდებულებები, რადგან არ არის გადახდისუნარიანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს − დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის დაწყებამდე, გადახდის მომენტისათვის არსებული განაკვეთის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ ინსტრუქციის“ დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ ინსტრუქციის“ დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27155 ბრძანებით, მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით დაევალა შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაეკორექტირებინა დარიცხული ფიქსირებული გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება

(301-ე) ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 24.12.2019 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - საშემოსავლო გადასახადის სახით 3 800 ლარი, ჯარიმა 500 ლარი, საურავი 1 941.67 ლარი, ამასთან მომჩივანს არ გააჩნდა დავალიანება, რომელიც არ იყო აღიარებული. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ---ს მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 25.12.2019 წლის №025-1100 ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდა საჯაროდ 13.08.2020 წელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა ქონების ნუსხის წარმოსადგენად.

ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, 20.08.2021 წლის №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გამოქვეყნდა საჯაროდ 17.02.2023 წელს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №025-1100 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 და 2013 წლის 22 აგვისტოს №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №025-1100 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №025-1100 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2021 წლის №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ორჯერ იქნა გაგზავნილი გადასახადის გადამხდელის იურიდიულ მისამართზე (---), თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა 2021 წლის 20 აგვისტოს და გაეცნო 2023 წლის 5 ოქტომბერს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ ნაწილში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 6 ოქტომბერს. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს თავიდან მოხდეს მისის საჩივრის განხილვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ვალის მართვის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №115663-21-17 წერილის თანახმად, ---ს (პ/ნ---) ანალიტიკური დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №025-1100 ბრძანება შემოსავლების სამსახურის მიერ პირველად გაეგზავნა 12.03.2020 წელს (გზავნილის კოდი ----) მისამართზე: ---. აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა გამგზავნს (დაბრუნების 5 მიზეზი - „ადრესატი არ იმყოფება მისამართზე“). იგივე ბრძანება ---ს (პ/ნ ---) შემოსავლების სამსახურის მიერ მეორედ გაეგზავნა 19.03.2020 წელს (გზავნილის კოდი ---, მისამართზე: ---. აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა გამგზავნს (დაბრუნების მიზეზი - - „ადრესატი არ იმყოფება მისამართზე“ „ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს“). ანალიტიკური დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №025-1100 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 13.08.2020 წელს, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ანალიტიკური დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №025-1100 ბრძანების ჩაბარებულად ჩათვლის და გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღი იყო 13.08.2020 წელი, შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 3.10.2020 წელი, შემოსავლების სამსახურს საჩივარი წარედგინა 3.11.2023 წელს.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 20.08.2021 წლის №CB1204183 სამართალდარღვევის ოქმი გადამხდელს ელექტრონულად წარედგინა 20.08.2021 წელს, რომელსაც ელექტრონულად გაეცნო 5.10.2023 წელს. ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2021 წლის №CB1204183 სამართალდარღვევის ოქმი საჯაროდ გავრცელდა 17.02.2023 წელს, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2021 წლის №CB1204183 სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებულად ჩათვლის და გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღი იყო 9.03.2023 წელი, შესაბამისად საჯაროდ გავრცელებით ჩაბარებიდან გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 8.04.2023 წელი, შემოსავლების სამსახურს საჩივარი წარედგინა 3.11.2023 წელს. მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27155 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. საჩივრის განუხილველად დატოვება (301-ზ)

ფაქტების აღწერა

მომსახურების დეპარტამენტის 22.08.2013 წლის №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი განუხილველი დარჩა შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27155 ბრძანებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მომსახურების დეპარტამენტის 22.08.2013 წლის №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 22.08.2013 წლის №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 30.08.2013 წელს. აღნიშნული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 3.10.2013 წლის №49075 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს თავიდან მოხდეს მისის საჩივრის განხილვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 22.08.2013 წლის №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე წარდგენილ საჩივარზე არსებობს შემოსავლების სამსახურის 3.10.2013 წლის №49075 ბრძანება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიქსირებული გადასახადში არსებული დავალიანების მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება (301-ე);

3. საჩივრის განუხილველად დატოვება (301-ზ).

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27155 ბრძანებით საჩივარი გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომსახურების დეპარტამენტის 22.08.2013 წლის №034035 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ხოლო, ანალიტიკური დეპარტამენტის 25.012.2019 წლის №025-1100 ბრძანების და ვალის მართვის დეპარტამენტის 20.08.2021 წლის №CB1204183 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 956; 44; 299; 301 (ე, ზ).