N 6/10 - 27/06/2024 - „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 27.06.2024
№ დოკუმენტი 6/10
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6/10

2024 წლის 27 ივნისი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.111.016275) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემდეგი განაკვეთები სახეობების მიხედვით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ- ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარი.“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ტყებუჩავა

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე