დღგ-ის ჩათვლა სასტუმროს მომსახურებაზე N 1180

1180 დღგ-ის ჩათვლა სასტუმროს მომსახურებაზე 31.10.2014
№ დოკუმენტი 1180
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა სასტუმროს მომსახურებაზე N 1180

ფაქტობრივი გარემოებები

· არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება საქართველოში ახორციელებს ავიაბილეთების რეალიზაციას და სხვა საქმიანობას, რაც საჭიროა არარეზიდენტი საწარმოს მიერ საჰაერო მომსახურების უზრუნვესაყოფად

· მუდმივ დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები საქართველოს რეზიდენტებთან, რომლებიც სასტუმროს ნომრებით უზრუნველყოფენ არარეზიდენტი (სათაო) საწარმოს დაქირავებულ პირებს (საერთაშორისო საავიაციო რეისების განმახორციელებელ ეკიპაჟის წევრებს)სასტუმროს მომსახურებაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მუდმივი დაწესებულების სახელზე

· მუდმივი დაწესებულება ახორციელებს აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ჩათვლას

შეფასება

· ჩასათვლელი დღგ არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას (სსკ-ის 174 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი)

· დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა

· არარეზიდენტმა საწარმომ შესაძლებელია აღნიშნულ მომსახურებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა (მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით), იმის გათვალისწინებით, რომ არარეზიდენტი საწარმოს დაქირავებული პირებისათვის სასტუმროს ნომრებით უზრუნველყოფა დაკავშირებულია მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის მომსახურებასთან, რაც სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგ-ისაგან

ღონისძიებები

· პირს საგადასახადო პასუხისმგებლობა არ დაეკისრება

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით