N 5626-რს - 19/12/2019 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის:
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2022 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.“;
ბ) 42-ე ნაწილის:
ბ.ა) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.“;
გ) 110-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111-ე ნაწილი:
„111. ამ კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილისა და 2902 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2022 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,19 დეკემბერი 2019 წ.
N5626-რს