სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღურიცხველობა N 1710

1710 სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღურიცხველობა 16.11.2010
№ დოკუმენტი 1710
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღურიცხველობა N 1710

ფაქტობრივი გარემოებები

•2010 წლის მარტის მდგომარეობით, საწარმოს პირველადი დოკუმენტებით აღრიცხული ჰქონდა 2000 ლიტრი საწვავის ნაშთი, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დაუდგინდა 10 000 ლიტრი საწვავის ნაშთი

•ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელი დაჯარიმდა 8 000 ლიტრი საწვავის აღურიცხველობისათვის

•გადამხდელმა ჩათვალა რა, რომ გადახდილი ჯარიმით შეასრულა საგადასახადო ვალდებულება აღურიცხველ საქონელზე, მან ნაშთებში არ ასახა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი აღურიცხველობა და 2010 წლის მარტის დღგ-ის დეკლარაციის დანართის მიხედვით, გადამხდელმა 31 მარტის მდგომარეობით დააფიქსირა საწვავის ნაშთი ისევ 2000 ლიტრი

•მარტის და აპრილის თვეებში გადამხდელმა შესყიდვები და რეალიზაციები დაადეკლარირა ნულოვანი ოდენობით

•1 მაისს გადამხდელმა აღნიშნული ობიექტი 2 000 ლარის სასაქონლო ნაშთით იჯარით გადასცა სხვა პირს

შეფასება

•გამოვლენილი სხვაობა - 8 000 ლიტრი საწვავის ოდენობით გადამხდელს ჩაეთვლება საბაზრო ფასით მიწოდებად მარტის თვის მიხედვით

ღონისძიებები

•გადამხდელს გაეზრდება ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დამატებით დაერიცხება შესაბამისი გადასახადები. ამასთან, დეკლარაციებში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, გადამხდელი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე