N 324 - 26/08/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №324
2011 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 89-ე – 94-ე გრაფები:
#assignedTableId-1679489296464 {margin-left: 13.9pt; margin: 0 auto !important; }„89
პირისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების გაუქმების შემდეგ უფლების ხელმეორედ რეგისტრაცია
500 ლარი
90
TIRრეჟიმში გაწევრიანებისა და TIR მფლობელის სტატუსის მაძიებელი პირისათვის, არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციაში წარსადგენად
1სამუშაო დღე – 30 ლარი 3 სამუშაო დღე –15 ლარი
10სამუშაო დღე – უფასო
91
საქონლის საწყობში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან სხვა დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურების მიზნით მათი ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“‑ში დაშვება
1სამუშაო დღე – 200 ლარი 3 სამუშაო დღე – 150 ლარი
92
საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსისა და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება
1სამუშაო დღე – 200 ლარი 3 სამუშაო დღე– 150 ლარი
93
ელექტრონული ფორმით საფოსტო გზავნილების რეგისტრაციისათვის საფოსტო გადამზიდავთა დაშვება ინტერნეტ პორტალზე
1სამუშაო დღე – 200 ლარი 3 სამუშაო დღე– 150 ლარი
94
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების – სასაქონლო ნიშნების სსიპ – შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრაცია
1სასაქონლო ნიშანზე –
50ლარი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური