გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრა N 1168
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრა N 1168
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელმა სამშენებლო კომპანიამ დამკვეთთან გააფორმა კონტრაქტი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე. კონტრაქტი არ ითვალისწინებს დამკვეთისათვის მომსახურების ეტაპობრივად მიწოდებას (მიღება-ჩაბარებას)
•I ვარიანტი: პირმა სამუშაოების წარმოება დაიწყო 2010 წელს და დაასრულა 2012 წლის სექტემბრის თვეში
•II ვარიანტი: პირმა სამუშაოების წარმოება დაიწყო 2011 წელს და დაასრულა 2012 წლის სექტემბრის თვეში
•ორივე ვარიანტში: პირმა მომსახურება (სამუშაოები) დღგ-ით დაბეგრა მისი მიწოდებისას - 2012 წლის სექტემბერში
შეფასება
•სსკ-ის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოცემული კონტრაქტი წარმოადგენს გრძელვადიან კონტრაქტს
•ორივე ვარიანტში: პირი ვალდებული იყო 2011 წელს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განესაზღვრა ამ წელში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან და დღგ-ით დაებეგრა 2011 წლის დეკემბრის თვეში (სსკ-ის მუხლი 161 (6)), ხოლო მიწოდების საკომპენსაციო თანხის დარჩენილი ნაწილი - 2012 წლის სექტემბრის თვეში
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტში 2011 წელს პირს დაერიცხება კუთვნილი დღგ
•დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275 (1)-ე მუხლით
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით