სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა (როცა მიეწოდება საწვავიც) N 0717
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა N 0717
ფაქტობრივი გარემოებები
•პირმა, გადამზიდველს სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადაუხადა 1000 ლარი და გადასცა 300 ლიტრი საწვავი (ღირებულება 450 ლარი)
•ხელშეკრულებით საწვავის რაოდენობა (300 ლიტრი) წარმოადგენს მხოლოდ გარიგების საგანს და იგი უშუალოდ არ გამომდინარეობს გადაზიდვის მანძილიდან. შესაბამისად, დამკვეთის მიერ არ კონტროლდება გადაცემული საწვავის გახარჯვა კონკრეტულ გადაზიდვაზე
•გადამზიდველმა 1000 ლარი ასახა ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრა დღგ-ით; შემკვეთმა ხარჯებში გამოქვითა 1450 ლარი (1000+450)
•კონკრეტულ გადაზიდვაზე ფაქტობრივად გახარჯული საწვავს რაოდენობა შეადგენს 200 ლიტრს, ხოლო 100 ლიტრი გადამზიდველთან ასახულია მარაგებში
შეფასება
•გადაცემული 300 ლიტრი საწვავი წარმოადგენს გადაზიდვის კომპენაციის შემადგენელ ნაწილს (ბარტერს)
•გადამზიდველს ერთობლივ შემოსავალში უნდა აესახა და დღგ-ით დაებეგრა 1450 ლარი
•შემკვეთს სატრანსპორტო ხარჯის სახით უნდა გამოექვითა 1450 ლარი (1000+450). ამასთან 300 ლიტრი საწვავი უნდა ჩაეთვალა მიწოდებად და დაებეგრა მოგებით და დღგ-ით
ღონისძიებები
•შეფასებაში დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით უნდა მოხდეს გადამხდელთა კუთვნილი გადასახადების გადაანგარიშება და დარიცხვა
•მოგების ან/და დამატებული ღირებულების გადასახადების შემცირების შემთხვევაში პირებს დაეკისრებათ სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები