N 1904/4-VIმს-XIმპ - 28/10/2026 - „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე − კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.
შენიშვნა: თუ სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. თუკი სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ იმ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი აღნიშნული საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალს, სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი არ გადაიხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,28 ოქტომბერი 2026 წ.
N1904/4-VIმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე