საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

2429 საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა 16.06.2021
№ დოკუმენტი 2429
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის დაბეგვრა N 2429

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს საწარმოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა 2021 წლის 1 მარტიდან.

· საწარმომ 2021 წლის მაისში დაქირავებულებზე გასცა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდებში დარიცხული და გაუცემელი ხელფასები.

· საწარმომ გაცემული ხელფასი დაბეგრა 5%- იანი განაკვეთით, რაზედაც განახორციელა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშგება.

შეფასება

· სსკ-ის 23-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

· იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებულის მიერ მისაღები შემოსავალი დარიცხულია საწარმოს მიერ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში, აღნიშნული შემოსავალი არ ჩაითვლება საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის გაცემის მომენტში საწარმოს აქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, სტატუსის მინიჭებამდე პერიოდებში დარიცხული და სტატუსის არსებობისას გაცემული ხელფასები ექვემდებარება დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.

ღონისძიებები

· პირს დაეკისრება გადახდის წყაროსთან დაუკავებელი გადასახადის თანხა. ამასთან, საგადასახადო დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.