უცხო ქვეყანაში მიღებული შემოსავალი (ჩაითვალა გადასახადი, რომლის გადახდის დოკუმენტი არ აქვს) N 2114
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უცხო ქვეყანაში მიღებული შემოსავალი N 2114
ფაქტობრივი გარემოებები
•საქართველოს საწარმომ გასწია მომსახურება (საპროექტო) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე
•საქართველოს საწარმომ ერთობლივ შემოსავალში შეიტანა შესრულებული მომსახურების ღირებულება უცხოეთში დაკავებული გადასახადების გამოკლებით
•საწარმოს არ გააჩნია სათანადო დოკუმენტი მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებიდან უცხო ქვეყანაში გადასახადების დაკავების თაობაზე
შეფასება
•საწარმოს ერთობლივ შემოსავალში უნდა შეეტანა კომეპნსაცია სრული მოცულობით
•სათანადო წესით გაცემული და დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე საწარმოს შეეძლო შეემცირებინა კუთვნილი გადასახადი და არა ერთობლივი შემოსავალი სსკ-ის 1921 მუხლის შესაბამისად
ღონისძიებები
•საწარმოს უნდა გაეზარდოს ერთობლივი შემოსავალი და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი
•საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე, მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით