N 537 - 13/11/2026 - „ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 აგვისტოს №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 13.11.2026
№ დოკუმენტი 537
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №537

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 აგვისტოს №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 აგვისტოს №381 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/08/2026, 240110000.10.003.025930) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანის პირობები არ ვრცელდება იმ ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანაზე, რომელზეც ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაცემულია 2026 წლის 1 ნოემბრამდე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე