N 441 - 04/11/2019 - „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №441
2019 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2019, 010080000.10.003.021201) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქონლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის პროცედურაში მოქცევა;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) თანხმობა მასზედ, რომ იგი თანახმაა მის შესახებ საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისთვის გადაცემაზე;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე