N 318 - 03/06/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 03.06.2011
№ დოკუმენტი 318
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №318

2011 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 545) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში –სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი).“.

 

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

კ. ბაინდურაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე