ბრძანება N 1254

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.01.2024
№ დოკუმენტი 1254
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1254

26 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 27 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86352/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №085-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „----------“-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების შემოწმების მიერ მიღებულად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით დარიცხულ დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებს. აცხადებს, რომ მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, შპს „----------“-თან დაკავშირება ვერ მოახერხა, კომპანიის დირექტორი არ იმყოფება საქართველოში. აღნიშნულ პიროვნებასთან მესამე პირების მეშვეობით გაგზავნილი იქნა შედარების აქტი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს „----------“-ს შპს „----------“ მიმართ გააჩნია დავალიანება. მომჩივანი აცხადებს, რომ არ არსებობს თანხის მიღების არანაირი დოკუმენტი, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული თანხის მიღებულად ჩათვლა და გადასახადებით დაბეგვრა არამართლზომიერია. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტი დაუკავშირდეს შპს „----------“-ის წარმომადგენლებს შპს „----------“ მიმართ არსებული დავალიანების დადასტურების მიზნით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ი/მ „----------“ შეძენილ მომსახურებაზე დღგის ჩათვლილი თანხის შემცირებას. აცხადებს, რომ ი/მ „----------“ მეწარმედ რეგისტრირებულია 2011 წლიდან და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებლის მიერ აქტში მოყვანილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ი/მ „----------“ არ უფიქსირდება გაცემული ხელფასი მუშახელზე, არ გააჩნია საკუთარი ტექნიკა, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლზე და განმარტავს, რომ 2020 წელს ი/მ „----------“ მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აჭარბებს 50 000 ლარს, მას ჰყავდა მხოლო 2 დაქირავებული პირი, ხოლო გაცემული ხელფასი ჯამურად არ აღემატებოდა 6 000 ლარს. შესაბამისად, არ ქონდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო შესაძლებელი იყო განეხორციელებინა ჯამში სამ ადამიანს, „----------“ და მის ორ დაქირავებულ პირს, ხოლო ვიბრო ტრაქტორი, რომლითაც უნდა მომხდარიყო მიწის გასწორება, პირს ჰქონდა ნაქირავები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22570 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 29 ნოემბრის №29559 ბრძანება და №085-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 190 478 ლარი, მათ შორის, გადასახადი 103 367 ლარი, ჯარიმა 51 684 ლარი, საურავი 35 427 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „----------“ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ასევე, ტექნიკის გაქირავება. შემოსავლის ძირითადი ნაწილი მიღებულია ტენდერების გზით, ასევე, სამუშაოებს ასრულებდა როგორც ქვეკონტრაქტორი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „----------“-თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „----------“ უნდა გაეწია ქალაქ ---------- კანალიზაციის დაერთების მომსახურება (ტექნიკით და მუშახელით უნდა ამოითხაროს საკანალიზაციო მილებისთვის განკუთვნილი არხები, საერთო სიგრძით 3 კმ და მილების ჩაწყობის შემდეგ ამოივსოს ამოღებული მიწით, დაიტკეპნოს ვიბრო სატკეპნით და გასწორდეს). მომსახურების ღირებულება შეადგენდა 98 700 ლარს და მისი დასრულების ვადაა 2021 წლის 1 ივნისი. აღნიშნული მომსახურება შპს „----------“ თავის მხრივ დაუკვეთა ი/მ „----------“, რომელიც ამავდროულად არის დირექტორის მინდობილი პირი და ღირებულებად განისაზღვრა 94 780 ლარი. მომსახურებაზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილია შპს „----------“ მიერ. აღნიშნული ოპერაციები არ არის გატარებული საბუღალტრო პროგრამაში. ამასთან, შპს „----------“-თან დაკავშირება ვერ ხერხდება. დირექტორის მინდობილი პირის, „----------“ განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. არ არსებობს შპს „----------“ მიერ თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად, მომსახურება ჩაითვალა შესრულებულად, ხოლო თანხა მიღებულად. კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. შპს „----------“ ძირითადი საქმიანობის საგანია სამშენებლო-სარმეონტო სამუშაოები, ასევე, ტექნიკის გაქირავება. შემოსავლის ძირითადი ნაწილი მიღებულია ტენდერების გზით, ასევე, სამუშაოებს ასრულებდა, როგორც ქვეკონტრაქტორი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „----------“-თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად შპს „----------“ უნდა გაეწია ქ. ---------- კანალიზაციის დაერთების მომსახურება (ტექნიკით და მუშახელით უნდა ამოითხაროს საკანალიზაციო მილებისთვის განკუთვნილი არხები, საერთო სიგრძით 3 კმ და მილების ჩაწყობის შემდეგ ამოივსოს ამოღებული მიწით, დაიტკეპნოს ვიბრო სატკეპნით და გასწორდეს). მომსახურების ღირებულება შეადგენდა 98 700 ლარს და მისი დასრულების ვადაა 2021 წლის 1 ივნისი. აღნიშნული მომსახურება შპს „----------“ დაუკვეთა ი/მ „----------“, რომელიც ამავდროულად დირექტორის მინდობილი პირია და ღირებულებად განისაზღვრა 94 780 ლარი. მომსახურებაზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილია შპს „----------“ მიერ. აღნიშნული ოპერაციები არ არის გატარებული საბუღალტრო პროგრამაში. ამასთან, შპს „----------“-თან დაკავშირება ვერ ხერხდება. დირექტორის მინდობილი პირის, „----------“ განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. ი/მ „----------“ არ გააჩნია საკუთარი ტექნიკა, არ აქვს გაცემული ხელფასები მუშახელზე, დაადეკლარირა და არ გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. ამასთან, წარმოადგენს კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, შპს „----------“- თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „----------“ უნდა გაეწია ქალაქ ---------- კანალიზაციის დაერთების მომსახურება. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 98 700 ლარს და მისი დასრულების ვადაა 2021 წლის 1 ივნისი. ამასთან, შპს „----------“-თან დაკავშირება ვერ ხერხდება. დირექტორის მინდობილი პირის, „----------“ განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. არ არსებობს შპს „----------“ მიერ თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად, მომსახურება ჩაითვალა შესრულებულად, ხოლო თანხა მიღებულად. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმადაც, შპს „----------“-თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „----------“ უნდა გაეწია ქ. ---------- კანალიზაციის დაერთების მომსახურება. აღნიშნული მომსახურება შპს „----------“ დაუკვეთა ი/მ „----------“, რომელიც ამავდროულად დირექტორის მინდობილი პირია და ღირებულებად განისაზღვრა 94 780 ლარი. მომსახურებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილია შპს „----------“ მიერ. აღნიშნული ოპერაციები არ არის გატარებული საბუღალტრო პროგრამაში. ამასთან, შპს „----------“-თან დაკავშირება ვერ ხერხდება. დირექტორის მინდობილი პირის, „----------“ განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. ი/მ „----------“ არ გააჩნია საკუთარი ტექნიკა, არ აქვს გაცემული ხელფასები მუშახელზე, დაადეკლარირა და არ გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. ამასთან, წარმოადგენს კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას და გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს-სთვის გაწეული მომსახურების ღირებულების შემოწმების მიერ მიღებულად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით დარიცხულ დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ი/მ-სგან შეძენილ მომსახურებაზე დღგის ჩათვლილი თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, შპს„X“-თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „Y“ უნდა გაეწია კანალიზაციის დაერთების მომსახურება. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 98 700 ლარს და მისი დასრულების ვადაა 2021 წლის 1 ივნისი. ამასთან, შპს „X“-თან დაკავშირება ვერ ხერხდება. დირექტორის მინდობილი პირის განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. არ არსებობს შპს „Y“ მიერ თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად, მომსახურება ჩაითვალა შესრულებულად, ხოლო თანხა მიღებულად. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები.

2. შპს „X“-თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „Y“ უნდა გაეწია კანალიზაციის დაერთების მომსახურება. აღნიშნული მომსახურება შპს „Y“ დაუკვეთა ი/მ-ს, რომელიც ამავდროულად დირექტორის მინდობილი პირია და ღირებულებად განისაზღვრა 94 780 ლარი. მომსახურებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილია შპს „Y“ მიერ. აღნიშნული ოპერაციები არ არის გატარებული საბუღალტრო პროგრამაში. ამასთან, შპს „X“-თან დაკავშირება ვერ ხერხდება. დირექტორის მინდობილი პირის განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. ი/მ-ს არ გააჩნია საკუთარი ტექნიკა, არ აქვს გაცემული ხელფასები მუშახელზე, დაადეკლარირა და არ გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. ამასთან, წარმოადგენს კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას და გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ორივე ნაწილში შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 175(1„ა“); 275.