N 465 - 20/10/2025 - „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №465
2025 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, ტიპის, დანიშნულების ან ამავე რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მახასიათებლის/ მონაცემის დადგენის მიზნით, გარდა ამავე რეგლამენტის მიზნებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ან/და მისი ტოლფასი სტანდარტების დადგენისა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:
ა) დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა;
ბ) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, მიმართოს ავტომობილის მწარმოებელს.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. სააგენტო გასცემს შესაბამის დასკვნას და სათანადო მონაცემებს/ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის დღიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტომობილის მწარმოებლისგან შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღების დღიდან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე