ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი N 1505
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი N 1505
ფაქტობრივი გარემოებები
· ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი დამატებით ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას
· ფიზიკურმა პირმა კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო გრანტი, რომელიც გამოიყენა ხელშეკრულებაში აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის
· ფიზიკურმა პირმა იხელმძღვანელა სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მიღებული გრანტი საგადასახადო დეკლარაციაში ასახა, როგორც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი
შეფასება
· ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, დასტურდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტის არასამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენება და მის მიერ სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათით სარგებლობა მართლზომიერია
ღონისძიებები
· პირის ქმედებიდან საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
,,გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე. პირის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცის შემთხვევაში, ცალკე ფიზიკურ პირად რეგისტრაცია არ გაითვალისწინება და მის საინდენტიფიკაციო კოდს წარმოადგენს პირადი ნომერი.
ამასთან, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში პირს არ ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგრანტო თანხები გამოიყენება მიზნობრივად, აღნიშნულ შემთხვევაში პირის მიერ გრანტის სახით მიღებული თანხა დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას.