გადაწყვეტილება №20711/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20711/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20711/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 30.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20711/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №CB1481265 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19016 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 70 506 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა ცხოველების საკვებით და აქსესუარებით ვაჭრობა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4126 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 466 805.92 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (28 % ფასნამატის გათვალისწინებით) 705 064 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №CB1481265 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 70 506.4 ლარი.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.08.2023 წლის №19016 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის დროს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე და გაწეულ მომსახურებაზე გაიანგარიშეს 28% ფასნამატი და გაუვრცელეს საქმიანობის მთელ 2020-2022 წლების პერიოდზე. მას ასეთი ფასნამატი საქმიანობის მიმდინარე პერიოდში შეიძლება კი უფიქსირდებოდა, მაგრამ 2020-2021 წლებში არ ჰქონია, რადგან 2020 წელს სამეწარმეო საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ობიექტი არ იყო ცნობადი და კლიენტების მოზიდვის მიზნით მუშაობდა ძალიან დაბალი რენტაბელობით. ამასთან, 2021 წელს, პანდემიის პერიოდში საქმიანობა არ შეუწყვეტია, მაგრამ რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდა, რადგან მისი სავაჭრო ობიექტი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, თან პროდუქციის რეალიზაცია საქონლის ამოყიდვის მიზნით ხდებოდა 3-5% ფასნამატით. 2020 წლის განმავლობაში საკონტროლო სალარო აპარატით რეალიზაცია შეადგენდა 50 904 ლარს. ამავე პერიოდში კონსიგნაციით რეალიზებული ჰქონდა 43 186 ლარის საქონელი. ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდში მუშაობდა საკასო მეთოდით და კონსიგნაციით გაცემული საქონლის თანხა დღემდე მიუღებელია აღნიშნული რეალიზაციები არ იყო ასახული რეალიზაციებში. ამავე მიზეზით 2021 წლის რეალიზაცია საკონტროლო სალარო აპარატით რეალიზაცია შეადგენდა 51 657 ლარს, თუმცა კონსიგნაციით 40 111 ლარის გათვალისწინებით რეალიზაცია შეადგენდა 91 769 ლარს. ამავე პერიოდში მის მიერ ძირითად მომხმარებლებზე, რომლებსაც ყავთ 4 და მეტი სული ცხოველი, უსასყიდლოდ მიწოდებული აქვს 9 360 ლარის ღირებულების სხვადასხვა საქონელი. 15.04.2022 წლიდან არის დღგ-ს გადამხდელი და აღიარებს რეალიზაციას როგორც კასით, ასევე კონსიგნაციით.

ითხოვს დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ინვენტარიზაციის შედეგების გაანგარიშებისას გაითვალისწინოს უსასყიდლოდ და კონსიგნაციით გაცემული საქონლის ღირებულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.09.2023 წლის №---------- წერილზე დართული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2020 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტი. საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი იყო 55 270 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს სმფ– ების შეძენები განისაზღვრა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული შეძენის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ჯამში 750 622,31 ლარი. გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი მცირე მეწარმის ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ნაჩვენები ბრუნვები, ხოლო 1.02.2023 წლიდან 6 მარტამდე პერიოდში ინვენტარიზაციის დაწყებისას კანონით გათვალისწინებულ ახსნა განმარტებაში წარმოდგენილი ინფორმაცია. ფასნამატად აღებულ იქნა 28%. სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 480 635,71 ლარი. აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გამოვლენილა. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 466 805,92 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (28 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 705 064 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი. ინვანტარიზაციის მიმდინარეობის პროცესში არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ სმფ-ების რეალიზაცია ხორციელდებოდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატისგან განსხვავებული ფასნამატით გადამხდელს არ წარმოუდგენია. ასევე, არ დადგინდა განსხვავებული (დაბალი) ფასნამატით რეალიზაცია მეწარმის მიერ 2020-2022 წლებში ზედნადებებით რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ფასის მის თვითღირებულებასთან შეპირისპირების შედეგადაც. ინვენტარიზაციაზე მუშაობის პროცესში მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა კონსიგნაციით წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მსგავსი ინფორმაცია გადამხდელს არ მიუწოდებია ინვენტარიზაციის დაწყებისას სავალდებულო ხელწერილების წარმოდგენის დროს.

მომჩივნის განმარტებით ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის დროს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებზე და გაწეულ მომსახურებაზე გაიანგარიშეს 28% ფასნამატი და გაუვრცელეს საქმიანობის მთელ 2020-2022 წლების პერიოდზე. მას ასეთი ფასნამატი საქმიანობის მიმდინარე პერიოდში შეიძლება კი უფიქსირდებოდა, მაგრამ 2020-2021 წლებში არ ჰქონია, რადგან 2020 წელს სამეწარმეო საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ობიექტი არ იყო ცნობადი და კლიენტების მოზიდვის მიზნით მუშაობდა ძალიან დაბალი რენტაბელობით. ამასთან, 2021 წელს, პანდემიის პერიოდში საქმიანობა არ შეუწყვეტია, მაგრამ რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდა, რადგან მისი სავაჭრო ობიექტი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, თან პროდუქციის რეალიზაცია საქონლის ამოყიდვის მიზნით ხდებოდა 3-5% ფასნამატით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ ყოფილა რაიმე სახის ინფორმაცია ან მტკიცებულება წარდგენილი ინვენტარიზაციის განხორციელებისას, რაც შეცვლიდა ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არც დავის ეტაპზე არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილზე დართული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2020 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტი. საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი იყო 55 270 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს სმფ– ების შეძენები განისაზღვრა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული შეძენის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ჯამში 750 622,31 ლარი. გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი მცირე მეწარმის ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ნაჩვენები ბრუნვები, ხოლო 1.02.2023 წლიდან 6 მარტამდე პერიოდში ინვენტარიზაციის დაწყებისას კანონით გათვალისწინებულ ახსნა განმარტებაში წარმოდგენილი ინფორმაცია. ფასნამატად აღებულ იქნა 28%. სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 480 635,71 ლარი. აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გამოვლენილა. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 466 805,92 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (28 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 705 064 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი. ინვანტარიზაციის მიმდინარეობის პროცესში არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ სმფ-ების რეალიზაცია ხორციელდებოდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატისგან განსხვავებული ფასნამატით გადამხდელს არ წარმოუდგენია. ასევე, არ დადგინდა განსხვავებული (დაბალი) ფასნამატით რეალიზაცია მეწარმის მიერ 2020-2022 წლებში ზედნადებებით რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ფასის მის თვითღირებულებასთან შეპირისპირების შედეგადაც. ინვენტარიზაციაზე მუშაობის პროცესში მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა კონსიგნაციით წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მსგავსი ინფორმაცია გადამხდელს არ მიუწოდებია ინვენტარიზაციის დაწყებისას სავალდებულო ხელწერილების წარმოდგენის დროს. მომჩივნის განმარტებით ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის დროს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებზე და გაწეულ მომსახურებაზე გაიანგარიშეს 28% ფასნამატი და გაუვრცელეს საქმიანობის მთელ 2020-2022 წლების პერიოდზე. მას ასეთი ფასნამატი საქმიანობის მიმდინარე პერიოდში შეიძლება კი უფიქსირდებოდა, მაგრამ 2020-2021 წლებში არ ჰქონია, რადგან 2020 წელს სამეწარმეო საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ობიექტი არ იყო ცნობადი და კლიენტების მოზიდვის მიზნით მუშაობდა ძალიან დაბალი რენტაბელობით. ამასთან, 2021 წელს, პანდემიის პერიოდში საქმიანობა არ შეუწყვეტია, მაგრამ რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდა, რადგან მისი სავაჭრო ობიექტი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, თან პროდუქციის რეალიზაცია საქონლის ამოყიდვის მიზნით ხდებოდა 3-5% ფასნამატით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ ყოფილა რაიმე სახის ინფორმაცია ან მტკიცებულება წარდგენილი ინვენტარიზაციის განხორციელებისას, რაც შეცვლიდა ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არც დავის ეტაპზე არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რომ მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9).