შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 17.06.2009
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის

მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და უკრაინის მთავრობა შემდგომში "ხელშემკვრელი მხარეები",ადასტურებენ თავის მისწრაფებას თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთანამშრომლობის განვითარებისაკენ. ითვალისწინებენ საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ჩამოყალიბებულ ინტეგრაციულ-ეკონომიკურ კავშირებს,ორი ქვეყნის ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთშემავსებელ ხასიათს, ისწრაფვიან საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე.

აღიარებენ,რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას, ხელმძღვანელობენ საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სფუძვლების შესახებ დეკლარაციის დებულებებით,ადასტურებენ საქართველოს რესპუბლიკის და უკრაინის გადაწყვეტილებას გახდნენ ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური ხელშეკრულების (GATT) ხელშემკვრელი მხარეები, იზირებენ GATT - ის მიზნებსა და პრინციპებს და ღებულობენ მხედველობაში მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკების ურუგვაის რაუნდის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებს,შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. ხელშემკვრელი მხარეები არ იყენებენ საექსპორტო და/ან საიმპორტო საბაჟო გადასახადებს, ასევე ბეგარებს და ანაკრებებს, რომლებსაც გააჩნიათ საბაჟო გადასახადების ექვივალენტური მოქმედება იმ საქონლის მიმართ, რომლის წარმოშობის ადგილი არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორია და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე მისაწოდებლად. მოცემული სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში შეთანხმებული საქონლის ნომენკლატურიდან გამონაკლისი ფორმდება დოკუმენტებით,რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, თუ ხელშემკვრელი მხარეები ჩათვლიან ამას საჭიროდ.

2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდისათვის ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებიდან წარმოშობილი საქონელი განისაზღვრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესებით.

 

მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები:

პირდაპირ ან ირიბად არ დაბეგრავენ ამ შეთანხმებით მოცემულ საქონელს ქვეყნის შიდა გადასახადებით ან ანაკრებებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან ანაკრებებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყანაში წარმოებული საქონელი;

არ გამოიყენებენ მეორე ხელშემკვრელ ქვეყანაში წარმოებული საქონლის დასაწყობების გადაზიდვის, შენახვის, აგრეთვე გადახდისა და გადარიცხვის მიმართ სხვაგვარ წესებს, ვიდრე ისეთს, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევებში გამოიყენება საკუთარი საქონლის, ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონლის მიმართ.

 

მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ დისკრიმინაციული ზომების გატარებისაგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან ექვივალენტური ღონისძიებების გამოყენებისაგან.

მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივად დაადგინონ რაოდენობრივი ან სხვა სპეციალური შეზღუდვები გონივრულ ფარგლებში და მკაცრად განსაზღვრული ვადით. ნახსენები შეზღუდვები უნდა ატარებდნენ განსაკუთრებულ ხასიათს და შეიძლება გამოყენებულ იქნას GATT - ის ფარგლებში მიღებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ხელშემკვრელი მხარე, რომელიც გამოიყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის შესაბამისად, შესაძლებლობისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნული შეზღუდვების შემოღების ძირითადი მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების შესაძლო ვადების შესახებ, რის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები.

 

მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას: კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ მოღვაწეობასთან, მათ შორის ვაჭრობის საკითხებში, ინვესტიციებში, დაბეგვრაში, საბანკო და სადაზღვევო მოღვაწეობაში და სხვა ფინანსურ მომსახურეობაში სატრანსპორტო და საბაჟო საკითხებში, საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით. ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ამ შეთანხმების შესრულებაზე. ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოები შეათანხმებენ ასეთი ინფორმაციის გაცვლის წესებს.

 

მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები ამ შეთანხმების მიზნებთან მიმართებით, მიუღებლად სცნობენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ, არ დაუშვან კერძოდ, მაგრამ არა მხოლოდ:

- ხელშეკრულებები საწარმოებს შორის,საწარმოთაშორისი გაერთიანებებით მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის საერთო მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან შეზღუდონ კონკურენცია ან დაარღვიონ მისი პირობები ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე;

- ქმედებები, რომელთა მეშვეობით ერთი არ რამდენიმე საწარმო თავისი დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიების მთლიან ან მნიშვნელოვან ნაწილზე.

 

მუხლი 6

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისას და საბაჟო პროცედურების გატარებისას ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ საგარეეკონომიკური საქმიანობის ერთიან ცხრანიშნა სასაქონლო ნომენკლატურას, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზირებულ სისტემაზე და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების კომბინირებულ სატარიფოსტატისტიკურ ნომენკლატურას. ამასთან ხელშემკვრელი მხარეები საკუთარი საჭიროებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებას ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გაერთაც.

სასაქონლო ნომენკლატურის საეტალონო ეგზემპლიარის შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წარმომადგენლობების მეშვეობით.

 

მუხლი 7

1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრანზიტის თავისუფლების პრინციპების დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმნიშვნელოვანეს პირობას და მათი შრომის საერთაშორისო დანაწილებისა და კოოპერირების სისტემაში ჩართვის პროცესის არსებით ელემენტს. ამასთან დაკავშირებით თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის და/ან მესამე ქვეყნების საბაჟო ტერიტორიაზე წარმოებული და მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისათვის განკუთვნილი საქონლის შეუზღუდავ და დაუბეგრავ ტრანზიტს თავის ტერიტორიაზე, და ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდველებს უზრუნველყოფს თავის განკარგულებაში არსებული ტრანზიტისათვის აუცილებელი საშუალებებითა და მომსახურეობებით, რომლებიც ეძლევათ საკუთარ ექსპორტიორებს და იმპორტიორებს, ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფო ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდველებს.

2. სახელმწიფო ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის წესები და პირობების რეგულირდება საერთაშორისო გადაზიდვების წესების მიხედვით.

 

მუხლი 8

არაფერმა ამ შეთანხმებაში არ უნდა შეუშალოს ხელი რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს განახორციელოს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები, რომლებსაც ის აუცილებლად ჩათვლის თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან რომლებიც აუცილებელია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესასრულებლად, რომელთა მონაწილენიც ისინი არიან ან გახდებიან, თუ ეს ზომები ეხება:

ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული თავდაცვის ინტერესებთან; იარიღით, ტყვიაწამლით, სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას; გამოკვლევებს ან წარმოებას, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის საჭიროებასთან; ბირთვულ მრეწველობაში გამოყენებადი მასალებისა და მოწყობილობების მიწოდებას;

საზოგადოებრივი მორალისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;

ოქროს, ვერცხლის ან სხვა ძვირფას ლითონებსა და ქვებს;

ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვას.

 

მუხლი 9

საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გატარების მიზნით მესამე ქვეყნების მიმართ ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს და მიიღებენ ერთმანეთთან შეთანხმებულ ზომებს საექსპორტო კონტროლის ეფექტური სისტემის შესაქმნელად

 

მუხლი 10

ამ შეთანხმების დებულებები ცვლიან ორმხრივი შეთანხმებების დებულებებს, რომლებიც დადებულ იქნა ხელშემკვრელი მხარეებს შორის იმისდა მიხედვით, ეწინააღმდეგებიან თუ იდენტური არიან ერთმანეთის.

 

მუხლი 11

დავა ხელშემკვრელ მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენების ან განმარტების შესახებ გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკების გზით. ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს ურთიერთ ვაჭრობის დროს.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე არბიტრაჟული გადაწყვეტილებების ცნობისა და განხორციელების ეფექტურ ზომებს.

 

მუხლი 12

ამ შეთანხმების მიზნების რეალიზაციისათვის და რეკომენდაციების გამოსამუშავებლად, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დასახვეწად ორ ქვეყანას შორის, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ დააწესონ ერთობლივი საქართველო-უკრაინის კომისია.

 

მუხლი 13

ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ შეტყობინებების გაცვლის დღიდან და ძალაში დარჩება თორმეტი თვის განმავლობაში იმ დღიდან,როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე გაუგზავნის მეორე ხელშემკვრელ მხარეს წერილობით შეტყობინებას მისი მოქმედების შეწყვეტის განზრახვით.

ამ შეთანხმების დებულებები მოქმედების შეწყვეტის შემდეგ გამოყენებული იქნება ორივე ქვეყნის წარმოებების და ორგანიზაციების კონტრაქტების მიმართ, რომლებიც დადებულ იქნა, მაგრამ არ იქნა შესრულებული მოქმედების პერიოდში.

შესრულებულია თბილისში 1995 წლის 9 იანვარს ორ ორიგინალად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენაზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძარა აქვს.

ამ შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნით უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით სახელით

უკრაინის მთავრობის მთავრობის სახელით სახელით

 

ოქმი

საქართველოს მთავრობას და უკრაინის მთავრობას შორის

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას

შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის იანვრის შეთანხმებაში

ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობა და უკრაინის მთავრობა (შემდგომში ხელშემკვრელი მხარეები) შეთანხმდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის იანვრის შეთანხმებაში (შემდგომში შეთანხმება) შეიტანონ შემდეგი სახის ცვლილება:

1. შეთანხმების პირველი მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდისათვის ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლის განსაზღვრისას, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოებერს, ქ. მინსკში ხელმოწერილი გადაწყვეტილებით – საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“ და მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებიდან წარმოშობილი საქონლის გადაადგილებისას გამოიყენებენ საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატის ფორმას.“

2. წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

 

შესრულებულია ქ. კიევში, 2009 წლის 17 ივნისს ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.

ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებულ განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

უკრაინის მთავრობის სახელით სახელით