N 1146-IVმს-XIმპ - 09/12/2025 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 09.12.2025
№ დოკუმენტი 1146-IVმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 223 მუხლი:

„მუხლი 223. ლიცენზიის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის შეჩერების შესახებ.“;

ბ) 342 მუხლი:

„მუხლი 342. ნებართვის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის შეჩერების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,9 დეკემბერი 2025 წ.

N1146-IVმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე