ლიკვიდირებული საწარმოს ვალის პატიება N 1605
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ლიკვიდირებული საწარმოს ვალის პატიება N 1605
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს ერიცხება კრედიტორული დავალიანება ლიკვიდირებული საწარმოს მიმართ ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს სახით
•ლიკვიდირებულ საწარმოს აღნიშნულ მოთხოვნაზე უფლებამონაცვლე არ ჰყავს
•კრედიტორული დავალიანება სრულად გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან
შეფასება
•ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულება (ძირითადი თანხა და ამ პერიოდისთვის პირგასამტეხლო) უნდა აღიარდეს ნაპატიებ ვალად და ჩართულ იქნეს ერთობლივ შემოსავალში
•ლიკვიდაციის დღიდან უნდა შეწყვეტილიყო პირგასამტეხლოს აღიარება ხარჯებში
ღონისძიებები
•დასაბეგრი შემოსავალი გაიზრდება ნაპატიები ვალით; ამოირიცხება პირგასამტეხლოს სახით აღიარებული ხარჯები ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან; საწარმოს დაერიცხება მოგების გადასახდი
•მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით