N 1046-Iს - 06/09/2013 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 06.09.2013
№ დოკუმენტი 1046-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება.“.

2. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგება.“.

3. 199-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით;“.

 

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

 

ქუთაისი,6 სექტემბერი 2013 წ.

N1046-Iს