ბრძანება N 7319

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 17.04.2025
№ დოკუმენტი 7319
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7319

17 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

--------------ს (პ/ნ -----------------)

(მის.: ------------------------------)

2025 წლის 21 და 27 მარტის საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა --------------ს (პ/ნ -----------------) №43166/21-11 და №24024-21-10 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 11 სექტემბრის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 20 თებერვლის №024-163 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებას და 2025 წლის 21 მარტის №2025/------/1 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2021 წელს დაჯარიმდა საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის გამო, თუმცა ამის შესახებ არ იცოდა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჩამორთმეული ოქროს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ გაუქმდეს ჯარიმა და მოეხსნას ყადაღა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, --------------ს (პ/ნ -----------------) 2025 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება - ჯარიმა 8 051.61 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ --------------ს (პ/ნ -----------------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2025 წლის 20 თებერვლის №024-163 ბრძანება. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2025 წლის 21 თებერვლის № 2025/-----/1 აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა --------------ს (პ/ნ -----------------) საკუთრებაში არსებული ქონება.

--------------ს (პ/ნ -----------------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება - აღიარებული საგადასახადო დავალიანება 8 051.61 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრი 2021 წლის 11 სექტემბრის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

2021 წლის 11 სექტემბრის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2021 წლის 15 სექტემბერს (რეგ. №-----/21-11).

№-----/21-11 საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №91) და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 ოქტომბრის №31611 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის 11 სექტემბრის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2025 წლის 20 თებერვლის №--- „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების და 2025 წლის 21 მარტის №2025/---/1 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტის გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული სადავო აქტები შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას და არა არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------------ს (პ/ნ -----------------) საჩივრები 2021 წლის 11 სექტემბრის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს ჩამორთმეული ოქროს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ გაუქმდეს ჯარიმა და მოეხსნას ყადაღა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით მომჩივანს 2025 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება - ჯარიმა 8 051.61 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №024-163 ბრძანება. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2025 წლის 21 თებერვლის აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის 11 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ამასთან,ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული სადავო აქტები შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას და არა არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1); 239(9); 241(1); 301( „ზ“);