2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე

ბრძანება 30.11.2015
№ დოკუმენტი 386
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 386

30/11/2015

2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის

საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებზე თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი თანდართული დანართის შესაბამისად.

ნოდარ ხადური

მინისტრი

2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის აქციზის თანხის გამოანგარიშების

მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე საცალო სარეალიზაციო ფასი