დანაკლისის დროს დღგ-ის ჩათვლა (ხელფასად არაა ჩათვლილი) N 1164
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დანაკლისის დროს დღგ-ის ჩათვლა N 1164
ფაქტობრივი გარემოებები
· პირმა თავისი ინიციატივით ჩაატარა ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი.გამოვლენის მომენტში პირმა დანაკლისი ჩათვალა საბაზრო ფასით მიწოდებად, დაბეგრა დღგ-ით და ასახა ერთობლივ შემოსავალში
· პირმა აღნიშნული ოპერაციის მიხედვით მიიღო დღგ-ის ჩათვლა
შეფასება
· ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოცემული ოპერაციის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია. ამასთან, პირს სხვა საგადასახადო ვალდებულება, მათ შორის, საგადასახადო აგენტის არ წარმოეშვება
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
შეფასება არ ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმომ მატერიალურად პასუხისმგებელ პირს დანაკლისის მიხედვით დააკისრა და შემდგომ საგადასახადო პერიოდში აპატია ვალდებულება, რაც საგადასახადო კანონმდებლობით უთანაბრდება ხელფასის სახით განაცემს.
ფაქტობრივი გარემოება არ ეხება ნაღდი ფულის დანაკლისს. აღნიშნულ შემთხვევაში ნაღდი ფული განიხილება ხელფასის სახით განაცემად.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით