წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №70
2015 წლის 17 ნოემბერი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ.“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №30 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
მუხლი 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №30 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
მუხლი 2
დამტკიცდეს შემდეგი თანდართული ინსტრუქციები:
1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი №1);
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი №2);
3. „დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის შესახებ (დანართი №3);
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი №4).
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №30 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 03.01.2019წ.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.122.016109, თარიღი 30.03.2012 წ.).
მუხლი 5
ეს დადგენილება, გარდა დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. ამ დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
პაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის დადგენილება №20 – ვებგვერდი, 03.07.2023 წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
მუხლი 1
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით და წარმოადგენს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტისათვის განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2), საანგარიშო ფართობის თითოეული კვარატული მეტრისათვის 2 (ორი) ლარით.
მუხლი 3
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ წყალტუბოს განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციით დამტკიცებულ გეოგრაფიულ არეალში, ახალასაშენებელი ობიექტისათვის განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 7 (შვიდი) ლარით, ხოლო სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 9 (ცხრა) ლარით.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 03.06.2024წ.
მუხლი 4
I და II კლასს დაქვემდებარებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და I კლასის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დამხმარე ნაგებობების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ახალაშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობის მიხედვით, თითოეული კვადრატრული მეტრისათვის 2 (ორი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო, ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
მუხლი 6
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს – 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარით, IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარით.
მუხლი 7
1. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0,50 ლარით, გარდა ახალ ასაშენებელი ინტერნეტის ხაზოვანი ნაგებობისა.
2. ინტერნეტის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0,20 ლარით, გარდა მაღალმთიანი დასახლებისათვის.
3. მაღალმთიანი დასახლებისათვის ინტერნეტის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0 ლარით.
მუხლი 8
მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 9
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 10
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმების შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი) წარდგენა უნდა მოხდეს ნებართვის მიღებაზე განცხადების წარდგენისას.
დანართი №2
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №30 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია აწესრიგებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან/და გადამხდელად დაურეგისტრირებლობა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 03.01.2019წ.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური პირი, მეწარმე ფიზიკური პირი, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიულ პირი, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო–კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაში/სარგებლობაში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ან/და შესაბამისი სამსახური.
9. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
11. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება:
ა) ფიზიკური პირებისათვის (გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) – 0.50 ლარი ერთ სულ მოსახლეზე თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
ბ) ორგანიზებულ სექტორში განთავსებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – 0.40 ლარი ერთ სულზე თვეში;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის – 0,30 ლარი ერთ სულზე თვეში;
დ) მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიული პირებისათვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 13.41 ლარი კუბ. მეტრი დაგროვილი ნარჩენების გატანისათვის.
12. მოსაკრებელი მეწარმე ფიზიკური პირის, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის – ნარჩენების დაგროვების ნორმის და ნარჩენების წარმომქმნელის მიმართ განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
,,12. მოსაკრებელი მეწარმე ფიზიკური პირის, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიულ პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის – ნარჩენების დაგროვების ნორმის და ნარჩენების წარმომქნელის მიმართ განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717744015072 {width:0in;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }
№
საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის მიხედვით
ზომის ერთეული
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლების ღირებულება
თვეში (ლარი)
1
2
3
4
5
1
შერეული საქონლის მაღაზია, სუპერმარკეტი
სამუშაო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
2
სასურთათო მაღაზია
სამუშაო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
3
სამრეწველომაღაზია
სამუშაო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
4
აფთიაქი
სამუშაო ფართის 1 მ 2
0.5
0.55
5
აგრარული ბაზარი
ერთი ადგილი
0.5
0.55
გარე ტერიტორია
0.04
0.044
6
კაფე, ბარი, რესტორანი სასადილო
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.9
1.0
ღია ტერიტორია
0.04
0.044
7
სარიტუალო დარბაზი
სამუშაო ფართის 1 მ 2
0.5
0.55
8
სასტუმრო
ერთი ადგილი
0.9
1.0
9
სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი
ერთ მოსწავლეზე
0.05
0.055
10
საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
ერთ აღსაზრდელზე
0.05
0.055
11
სახელმწიფოდაწესებულების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ 2
0.01
0.011
12
რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, აეროპორტი
ღია ფართის 1 მ 2
0.02
0.022
დახურული ფართის 1 მ 2
0.05
0.055
13
ფასიანი ავტოსადგომი
ფართის 1 მ 2
0.3
0.33
14
კლუბი, კინოთეატრი, თეატრი
მაყურებლისერთი სავარძელი
0.01
0.011
15
ტოტალიზატორი,კლუბი, სათამაშო აპარატები, ინტერკაფე, სამორინე (კაზინო)
საერთო ფართის 1 მ 2
0.9
1.0
16
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 მ 2
0.9
1.0
17
ავტოშემკეთებელი, სახელოსნო
ღია ფართის 1 მ 2
0.05
0.055
დახურული ფართის 1 მ 2
0.3
0.33
18
საამქროები
საერთო ფართის 1 მ 2
0.19
0.19
19
ასფალტის ქარხანა
საერთო ფართის 1 მ 2
0.19
0.19
20
ბეტონის ქარხანა
საერთო ფართის 1 მ 2
0.19
0.19
21
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსოს ორგანიზაცია, ვალუტის გადამცველელი პუნქტი
საერთო ფართის 1 მ 2
0.9
1.0
22
სტადიონი
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
23
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და მანეჟი, სპორტ-კლუბი
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
24
ფიტნესკლუბი
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
25
საფოსტო და კავშირგაბმულობის დაწესებულება
საერთო ფართის 1 მ 2
0.15
0.16
26
საპარიკმახერო, სილამაზის სალონი და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურება
საერთო ფართის 1 მ 2
0.4
0.44
27
პურის საცხობი, საკონდიტრო
საერთო ფართის 1 მ 2
0.9
1.0
28
სამხედრო ნაწილი და პენიტენციარული სისტემა
ერთი ადგილი
0.3
0.33
29
სასაწყობე,სამაცივრე მეურნეობა
საერთო ფართის 1 მ 2
0.04
0.044
30
მუზეუმი, ბიბლიოთეკა
საერთო ფართის 1 მ 2
0.02
0.022
31
საავადმყოფო,სამშობიარო სახლი
ერთი საწოლი
0.3
0.33
32
პოლიკლინიკა,სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, ექიმისა და სტომატოლოგიის კაბინეტი
საერთო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
33
ინვალიდთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლი
ადგილი
0.05
0.055
34
საოფისე შენობა
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
35
სარეკრეაციოზონაში არსებული ადმინისტრაციული და სხვა ტიპის ღია და დახურული შენობები
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
36
ავტოსამრეცხაო
საერთო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
37
შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტი
საერთო ფართის 1 მ 2
0.1
0.11
38
ავტონაწილების მაღაზია
საერთო ფართის 1 მ 2
0.3
0.33
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 03.01.2019წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 01.04.2019წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №30 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მეწარმე ფიზიკურ პირებთან, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიულ პირებთან დებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ან/და შესაბამისი სამსახური.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
6. უფლებამოსილი პირის მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 03.01.2019წ.
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის სახაზინო კოდზე.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 10 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7. კონტროლი მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
დასუფთავების წესების დარღვევაზე და დამრღვევთა მიმართ „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული ნორმების განხორციელებაზე კონტროლი ეკისრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას ან/და შესაბამის სამსახურს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 03.01.2019წ.
დანართი №3
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №30 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება -
ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანას;
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.
4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. აკრძალულია რადიაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა - დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესები.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;
ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები;
გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები;
დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;
ე) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს;
ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;
ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;
ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა–დასუფთავება - დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;
ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;
მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება;
ნ) მომხმარებელი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;
ო) ოპერატორი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
პ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა - ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;
ჟ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა;
რ) მოსაკრებელი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;
ს) მოსაკრებლის გადამხდელი - ფიზიკური პირი, მეწარმე ფიზიკური პირი, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიულ პირი, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
ტ) აბონენტი – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად შესაბამის სამსახურში.
უ) მეწარმე ან/და ინდივიდუალური მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.
მუხლი 3. ორგანიზების მასშტაბი
1. ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლობას, განთავსებას.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ სამანქანო და ქვეითად სავალ ქუჩებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, ტროტუარებს, ველოსიპედის სავალ ბილიკებს, ტბის სანაპირო ზოლს, კიბეებს (შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით), საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსპერიმენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორება.
4. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ან/და შესაბამისი სამსახური.
5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები.
6. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 03.01.2019წ.
მუხლი 4. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად, ხოლო მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება და დარეგისტრირდეს გადამხდელად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და შესაბამის სამსახურში.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს.
3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირებისა და გაუვნებლებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.
4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ უფლებამოსილ პირს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა.
5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე.
6. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.
7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები.
9. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
10. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის ან/და შეჩერების შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 03.01.2019წ.
მუხლი 5. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი სათავსები.
2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.
4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავისთვის საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების შეძენა, რომელთა განთავსების ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს ოპერატორთან.
5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.
6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომლებსაც შეუძლია სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის, ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.
8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.
10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.
11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.
12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს.
13. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის
გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს.
14. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის
გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს.
მუხლი 6. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება
1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებიც თავიანთი მავნებლობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ცალკე შეგროვებას საჭიროებს, სამსახური ან ოპერატორი გამოყოფს სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის.
2. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენები მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანონ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, მისი ადგილსამყოფელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ წინასწარ გამოცხადდება საჯაროდ.
3. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენებისათვის გამოყოფილი სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომთან არც მის მოსვლამდე და არც მისი გამგზავრების შემდეგ არ შეიძლება მავნე ნარჩენების დატოვება. განრიგის ან მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, მავნე ნარჩენების მფლობელმა ისევ უკან უნდა წაიღოს ნარჩენები. მათი ჩაბარება შესაძლებელი იქნება სხვა დანიშნულ დროს.
მუხლი 7. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება
1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, ოპერატორი კომპანიის მიერ დადგენილ დროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
2. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია.
მუხლი 8. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება
1. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, ოპერატორი კომპანიის მიერ დადგენილ დროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
2. სამშენებლო ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია.
3. დაუშვებელია სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება ოპერატორი კომპანიის თანხმობის გარეშე.
მუხლი 9. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება
1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე,სადაც ხდება მისი სეპარაცია ან/და გაუვნებლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. ნარჩენების გაუვნებლობა და განთავსება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების
ობიექტებზე.
4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე.
მუხლი 10. ტექნოლოგიები მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული).
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით
1. მუნიციპალიტეტმა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა და თანხის ამოღების ადმინისტრირება შეიძლება განახორციელოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესებით.
2. ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა- დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი
ამ წესით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებები არ მოქმედებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არის დანერგილი ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.
მუხლი 13. წესის დარღვევა
წინამდებარე წესის მე-4 – მე-11 მუხლების შეუსრულებლობა წარმოადგენს დასუფთავების წესის დარღვევას და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ნარჩენების მართვის კოდექსისის შესაბამისად.
დანართი №4
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №30 – ვებგვერდი, 03.09.2019წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 ივნისის დადგენილება №27 – ვებგვერდი, 19.06.2024წ.
ინსტრუქცია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
მუხლი 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი ოდენობითა და წესით.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).
მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 5. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე